workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესის წასვლის შემდეგ, ვინ უნდა შეასრულოს ბარსელონაში პენალტები?

ლეო მესის წასვლის შემდეგ, ვინ უნდა შეასრულოს ბარსელონაში პენალტები?

“ბარსელონადან” ლეო მესის წასვლის შემდეგ, ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება კატალონიური კლუბის შტატიანი პენალტისტი.

ცნობილი ჟურნალისტი, ტონი ჟუანმარტი გვთავაზობს სტატისტიკას, რომელშიც, თერთმეტმეტრიანების შესრულებაში, რამდენიმე კანდიდატის მიერ დაფიქსირებული პროცენტული მაჩვენებელია მოყვანილი.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ფილიპე კოუტინიო – 10/10 (100%)
  • სერხიო აგუერო – 48/62 (77%)
  • მემფის დეპაი – 22/29 (75%)
  • ანტუან გრიზმანი – 18/28 (64%)
  • მარტინ ბრეითუეიტი – 9/14 (64%)

როგორც ვხედავთ, ამ მონაცემების მიხედვით, ფავორიტი კოუტინიოა, რომელსაც 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის მსგავსი შედეგი (100%) ფრენკი დე იონგსაც აქვს, თუმცა ამ უკანასკნელს პენალტის ნიშნულიდან მხოლოდ 2 დარტყმა განუხორციელებია.

გამოსარჩევია მირალემ პიანიჩიც, რომელიც თერთმეტმეტრიანებს კარგად ასრულებს – ბოსნიელის ანგარიშზე 13 მცდელობიდან 10 ზუსტად შესრულებული პენალტია (77%), მაგრამ ცნობილია, რომ იგი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

პრესეზონის მიმდინარეობისას თერთმეტმეტრიანები რეი მანაიმ, ჟერარ პიკემ და მემფის დეპაიმ წარმატებულად დაარტყეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 22 აგვ 2021, 14:25

    გრიზმანი არაფრის დიდებით. დეპაი მე მგონი. მშვენივრად დაარტყა არ კი შეყოვნებულა.

  • KING_BARCA
    schedule 21 აგვ 2021, 21:49

    გრიზმანი საერთოდ სკამზე უნდა დაჟდეს… და 11 მეტრიანი ალბათ კოუმ ან დეპაიმ…

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 20:20

    საიტზე აშკარად გამოკითხვა უნდა ჩატარდეს ამის თაობაზე

    ციტატა: Albicelecte
    პიკეს გაფუჭებული გახსოვთ?! მე არა


    არა რა გაფუჭებული, ისე ურტყავს კინაღამ ბადე გახიოს

  • cezo45
    schedule 21 აგვ 2021, 20:09

    ამ დროისთვის კლუბის ბომბარდირი პიკეა მე აარ მინახავს მაგის გაფუჭებული პენალტი და ჯობია პიკემ დაარტყას ხოლმე :))

  • Albicelecte
    schedule 21 აგვ 2021, 20:04

    პიკეს გაფუჭებული გახსოვთ?! მე არა

  • M10 S9 D11
    schedule 21 აგვ 2021, 20:00

    კოუტინიომ თუ ათამაშეს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 აგვ 2021, 19:09

    ციტატა: azulgerana
    ხო და პიკემ უგლაჯუნოს smile

    heart_eyes

    100% – ყოფილი თავდამსხმელი (ახალგაზრდობაში), ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებაა, ჯანიც აქვს და ტექნიკაც, არც მოხერხებას უჩივის და არც ლიდერობა ეშლება როცა საჭიროა..
    heart_eyes ძალიან მიყვარს ეს ოხერი :დ:დ

  • Don_Andresito
    schedule 21 აგვ 2021, 18:44

    დეპაია ცივსისხლიანი მრტყმელი

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 18:27

    ციტატა: patrick
    მორიბას სურათი გაუვრცელეს, სადაც ჩილიმს ეწევა, იმენა ირგებს ცხოვრებას. 😀


    ხო ბაზარი არაა…

    . "Oh Ilaix, oh Ilaix… Walking on a tightrope. No love for the player I used to admire," one of Twitter Cules notes.

    ADVERTISMENT

    Has he distanced himself from Barca already? Well, we know for sure that the club have done it for their part: Moriba can't be included in Barca or Barca B squad lists until his future is resolved.

    As claimed by multiple sources, Moriba's contract extension is impossible for his agency's hefty wage demands.

    On Friday, Ronald Koeman said he was disappointed with the whole situation, noting that he 'believes in football more than in money'.

    Source: Twitter

  • patrick
    schedule 21 აგვ 2021, 18:16

    მორიბას სურათი გაუვრცელეს, სადაც ჩილიმს ეწევა, იმენა ირგებს ცხოვრებას. 😀

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 18:15

    ხო და პიკემ უგლაჯუნოს smile

  • lesane C
    schedule 21 აგვ 2021, 17:55

    გრიზმანის ლიდერობა არ გაიშვას, გამაზავს და მერე უფრო აიჭრება, ან დეპაიმ ან კოუმ უნდა დაარტყას

  • Bobi
    schedule 21 აგვ 2021, 17:53

    კოუტიონიო გამორიცხული უნდა იყოს, ჩემი აზრით.😃 ერთი ფეხის დაცდენა და შეიძლება თვითმკვლელობაზე იფიქროს, ისედაც ვერ აქვს საქმეები კარგად 😁 გრიზმანი კარგი ვარიანტია,ალბათ.

  • La Pulga10
    schedule 21 აგვ 2021, 17:47

    გრიზმანი.უნდა გაიმყაროს ლიდერის ხასიათი,ნელ-ნელა ბრუნდება ძველი გრიზმანი თითქოს.

  • datio
    schedule 21 აგვ 2021, 17:27

    თუ ითამაშებს კოუტინიო – იქნებ მაგ პენალტებით მაინც მოვიდეს ბრძოლის და თვითდამკვიდრების ტალღაზე

  • Bola
    schedule 21 აგვ 2021, 17:22

    გრიზმანმა ყველა ვარიანტში. უნდა იგრძნოს რომ ლიდერია. მისი ლიდერობა არ გაიშვას მარა დეპაიზე მეტი მაინც გაუკეთებია კარიერაში და ამით მაინც მოემატოს იქნებ თავდაჯერებულობა. ხანდახან გოლების მიხედვით დატმობაც შეიძლება როგორც მესი აკეთებდა რომ ამაღლდეს გუნდში ერთიანობა

  • GRIEZMAN✓™
    schedule 21 აგვ 2021, 17:21

    დეპაი ან გრიზმანი. კოუტიონიო ყველა თამაშში მაინც არ იქნება