ადრე გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” “კაიზერისპორის” ტალანტით, ემრე დემირით ინტერესდებოდა.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ცნობით, თურქულმა კლუბმა 17 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც “ბარსა”, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გადაიხდის.
წყაროს თანახმად, თავდაპირველი შეთავაზება 2 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა, შესაძლებელი იყო, მხარეები 3.5-მილიონიან ტრანსფერზე შეთანხმებულიყვნენ.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, “ბლაუგრანას”, ახალგაზრდა თურქი ნახევარმცველი “ბარსა ბ-სთვის” სურს, მაგრამ შანსს პირველ გუნდშიც მისცემს.
შესაძლოა, დემირის ტრანსფერი 2022 წლამდე გადაიდოს (შეთანხმების შემთხვევაში იგი 1-წლიანი იჯარით “კაიზერისპორში” დარჩება). “ლურჯ-ბროწეულისფერები” ემრეს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.




5 არა 55
ყველას ბარსასთან მოუნდა ფულის კეთება 😄
რამდენი ეგეთი 5 მილიონი გაგვისვრია არაფერში, იმბეცილების ბონუსებში, მორიბა გაყიდეთ 5 ად და მოიყვანეთ, 15 ვინ გადაიხდის შიმპანზე მორიბაში
რა დრო დადგა, 5 მილიონს ვეღარ ვიხდით ფეხბურთელში.
მოიყვანეთ თუვინმე ნიჭიერია ყველა