“ბარსელონას” ფეხბურთელებმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, 29 აგვისტოს, “ხეტაფეს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღონ. ამ ინფორმაციას კატალონიის რადიო ავრცელებს.
ზემოხსენებული მოთამაშეები გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე არიან და თამაშს უახლოეს მომავალში შეძლებენ.
წყაროს ცნობით, კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი, ანსუ ფატი გუნდთან ერთად ვარჯიშს სექტემბრის პირველ კვირაში განაახლებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
ჩამოთვლილ მოთამაშეთა გარდა, “ბარსელონას” ლაზარეთში სერხიო აგუერო, უსმან დემბელე და ოსკარ მინგესა რჩებიან.




კოუტინიოც?
საიდან ეგ აზრი
დემბელე როდია გამოდის?
მთავარია ტრავმა ხელმეორედ არ მიიღოს,ესეთი მძიმე ტრავმის შემდეგ რთულია უტრავმოდ ჩაატაროს სეზონი
კარგია კარგია მალე უნდა ჩადგნენ მწყობრში
ანსუ ფატი გუნდთან ერთად ვარჯიშს სექტემბრის პირველ კვირაში განაახლებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
აი ანსუ მაინტერესებს ძაან როგორი დაბრუნდება ნუ თავიდან გაუჭირდება მაგრამ არამგონია დიდი ხანი დაჭირდეს ფორმაში შესვლა