Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელს, მარტინ ბრეითუეიტს საკუტარი მომავალი გადაწყვეტილი აქვს.
წყაროს ცნობით, დანიელი ფეხბურთელი ამჟამად “ბარსაში” დარჩენაზე ფიქრობს, თუმცა წასვლის შემთხვევაში მხოლოდ მაღალი დონის ერვოპულ კლუბში გადასვლას დათანხმდება.
30 წლის შემტევს, დაბალი ეშელონის გუნდებში თამაშის შემდეგ, უმღლეს დონეზე თამაში სურს.
ბრეითუეიტს “ვესტ ჰემი” და “ბრაიტონი” უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ, თუმცა მას კარიერაში უკუსვლა არ უნდა და ამ გუნდებში გადასვლას გამორიცხავს.
“ბარსელონა”, თავის მხრივ, 31 აგვისტომდე შემოთავაზებებს განიხილავს, თუმცა დანიელის კლუბში დატოვების წინააღმდეგიც არაა.
რონალდ კუმანი “რეალ სოსიედადთან” ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, ბრეითუეიტით კმაყოფილი იყო.




მარტო თვითონ გადაწყვიტა თუ ცოლიც დაეხმარა?
"30 წლის შემტევს, დაბალი ეშელონის გუნდებში თამაშის შემდეგ, უმღლეს დონეზე თამაში სურს"
ანუ, ბარსაზე დაბალ დონეზე არ დაეშვება? მაგარი ""პრიორიტები" გასჩენია ამასაც.
ამის გაყიდვა ეხლა დიდი სისულელეა