ჟერარ პიკეს შემდეგ, “ბარსელონა” ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გუნდის დანარჩენ კაპიტნებთანაც მუშაობს.
Rac1-ის ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსთან, სერჟი რობერტოსთან და ჟორდი ალბასთან შეთანხმება უახლოეს დღეებში შედგება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს ესმით, რომ “ბარსამ” პიკეს შემთხვევა მათზე ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენა და ამასთან უკვირთ, კლუბი ხელფასის შემცირებას მხოლოდ კაპიტნებს რატომ სთხოვს.
ჟერარ პიკე, რამდენიმე დღის წინ, ანაზღაურების საგრძნობლად დაკლებას დათანხმდა, რამაც გუნდს ახალწვეულების დარეგისტრირების საშუალება მისცა.




როგორ წელავენ 😁
რატო უყვარს ესე მახინჯურად ეს შორტების აკეცვა…..
და ნეტა მალე მოხდეს ეს შეთანხმება
პიკეს ხელფასი და შორტი ერთნაირად შეუმცირეს?
"წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს ესმით, რომ "ბარსამ" პიკეს შემთხვევა მათზე ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენა და ამასთან უკვირთ, კლუბი ხელფასის შემცირებას მხოლოდ კაპიტნებს რატომ სთხოვს"
ანუ უკმაყოფილოები არიან? იმას ვერ ხვდებიან, რომ სწორედ კაპიტნებმა უნდა მისცენ მაგალითი დანარჩენებს? მიქარეს რო ბუსკეტსი დანიშნეს კაპიტნად. მოასპონ მანდედან და პიკე დააყენონ, ეს სამი შეუგნებელი "კაპიტანი" კი დასვან დასასვენებლად, ეტყობა გადაიღალენ და ვეღარ აზროვნებენ ეს ჩმორები. მე უმტიტის და მორიბას მაგალითები მეგონა გამონაკლისად და ესენი უარესს კადრულობენ. ასე მგონია ლეოს დარჩენა რო ამათ ხელფასების დაკლებაზე ყოფილიყო დამოკიდებული მაინც არ დაიკლებდნენ.
ძალიან კარგი
ბუსკეტსი, ალბა და პიკე კლუბის ლეგენდები არიან თუმცა ამოწურეს საკუთარი თავი და ბარსას მომავლისთვის არც ისე კარგი იქნება მათი დიდხანს დარჩენა აქ…
ჩვენ ნაკლებად სავარაუდოა 1-2 წელში რამე მოვიგოთ და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ კლუბის განახლებისთვის და არა ისევ პიკე ალბა ბუსკეტსებზე აწყობისთვის.ბოლოს და ბოლოს მესი გაუშვეს.მალე წასვლა ისედაც უწევთ და ჩამოიშლება კლუბი ასე კიდევ ერთხელ.
პიკე დაბრუნდეს მერე პრეზიდენტად და თუ უნდა დანარჩენებიც მოიყვანოს (ზოგი ასისტენტად და ა.შ) :)))