კატალონიური გამოცემა Sport 2021/22 წლების სეზონში “ბარსელონას” სავარაუდო ძირითად შემადგენლობასა და ყველა პოზიციაზე პოტენციურ ალტერნატივებს აქვეყნებს.
Sport მოიაზრებს, რომ რონალდ კუმანი 4-3-3 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
ტერ შტეგენი; ალბა, არაუხო, პიკე, დესტი; პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი; ფატი, დეპაი, გრიზმანი.
ცენტრალურ დაცვაში რონალდ არაუხო სასტარტო შემადგენლობაში კლემან ლანგლესა და სამუელ უმტიტის ადგილს დაიკავებს, რომელთაც აშკარა რეგრესი აქვთ. ლანგლე ტრავმირებულია, უმტიტის კლუბიდან წასვლა კი მხოლოდ დროის ამბავია. ამავე პოზიციაზე შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებენ ერიკ გარსია და ოსკარ მინგესაც.
ჟორდი ალბას კონკურენტი ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურებული ალეხანდრო ბალდეა, სერჟინიო დესტს კი კონკურენციას ახალწვეული ემერსონი გაუწევს.
ნახევარდაცვაში ისევ ტრადიციული სამეულია. მირალემ პიანიჩი, რომელმაც კლუბი წესით მალე უნდა დატოვოს, სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება, ისევე, როგორც ფილიპე კოუტინიო, რიკი პუჩი და სერჟი რობერტო. მათთან ერთად არიან აკადემიის ფეხბურთელები – გავი და ნიკო.
ცენტრფორვარდის პოზიციაზე სასტარტოში ძირითადად მემფის დეპაი იქნება, რომელსაც ხშირად სერხიო აგუერო შეცვლის. მარტინ ბრეითუეიტი რონალდ კუმანისთვის მხოლოდ მესამე ვარიანტია.
შეტევის მარცხენა ფლანგზე ანსუ ფატის კონკურენტი უსმან დემბელე იქნება (ეს მხოლოდ სეზონის მეორე ნაწილში, რადგან ჯერჯერობით ორივე ტრავმირებულია), მარჯვნივ კი ანტუან გრიზმანს კონკურენციას იუსუფ დემირი და ალექს კოლიადო გაუწევენ.
“ბარსა” ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 15 აგვისტოს, “სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს.




ეხლა რაც მალე გამოჯამრთელდებიან ფეხბურთელები კარგია რომ ძალღონით სავსეები და ბრძოლის უნარიანი იყოს კლუბი…
დალშე არაა ცუდი სასტავი შეიძლება ნდობა..
შარშან ხო მთელი სეზონი ლიგის მე-6 თამაშის შემადგენლობით ითამაშა სულ ერთი მესი უშლიდა სიას ხელს და ეხლა ოცნებაც აიხდინა ამ ჰოლანდიელმა )))
მესის მაგივრად დეპაი, სულ ეს შეიცვალა და ამით გვინდა შარშანდელზე უკეთესი სეზონის ჩატარება?
ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, ემერსონი, ალბა – ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი – კოუტინიუ – გრიზმანი, დეპაი.
ფატი ჯერ ფორმაში შევიდეს და მერე ვილაპარაკოთ მაგის ძირითადობაზე პედრის მაგივრად კოუტინიო და ცენტრში ბრაიტვაიტი(სხვა გზა არაა)
ვერ ვხვდები თუ უმტიტის ვერ ყიდიან იმიტომ რომ მაიმუნი ხეზე აძვრა და აღარ ჩამოდის. არ ჯობია დუბლების სკამზე გადასვან? მაგალითი მაინც იქნება სხვებისთვის. ხომ არის საშინაო თამაშები სადაც 95% მოგებული ვართ წინასწარ ვიცით. 3-0 4-1 ზე გამოიყვანოს ბოლო 1-2 წუთი და აგინოს მაიმუნი დედმამა მთელმა სტადიონმა. არ ვამბობ რომ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი აჩუქოს ბარსას მილიონები და წავიდეს. მაგრამ ხომ ხედავ რომ წლებია იმ ხელფასის მეზუთედს არ იმსახურებ რასაც გუხდიან. მოიკელი 2-3 მილიონი ხელფასი და გადადი ევროპულ ნორმალურ გუნდში და ითამაშე ის სპორტი რომელიც წესით უნდა გიყვარდეს. არ გინდა მაშინ წადი დუბლებში და თვეში ერთხელ მიიღე კამპნოუსკან დედის ფათაზის ტრიალი. მაგრამ
ამ გუნდში პატარა ყვერები მარტო ფეხბურთელებს კი არა მართველობასც აქვს.
[quote=Shaa Ko]შეტევა ბევრად უკეთ შეიძლება რომ დალაგდეს…
მაგალითად, მემფისი მარცხნივ, შუაში აგუერო, გრიმანი მარჯვნივ, ამათ უკან კოუტინიო გამთამაშებლის პოზიციაზე [/quote
გამორიცხულია ფატი ძირითადის მოთამაშე უნდა იყოს
ახალგაზრდების იმედი მაქვს თორე დიდები არ გაიშვას სადმე
შეტევა ბევრად უკეთ შეიძლება რომ დალაგდეს…
მაგალითად, მემფისი მარცხნივ, შუაში აგუერო, გრიმანი მარჯვნივ, ამათ უკან კოუტინიო გამთამაშებლის პოზიციაზე
კოუს ათამაშებს იმედია მე-2 ტაიმში
სოსიედათთან ვისურვებდი პირველ ტაიმში ასეთ სასტავს ძირითადში.
შტეგო
ემერსონი-გარსია-არაუხო-ალბა
პედრი-დე იონგი-კოუ
გრიზი-დეპაი-ფატი
Coutinho თუ ჯანმრთელად იქნა ძაან დაგვჭირდება მესის არ ყოფნაში, და სერიოზული ძალაც იქნება
კოუტინიო რომ მესის ფლანგზე დააყენოს, გამოვა, რომ მიზანმიმართულად გაუშვეს კაპიტანი და ასეთ მამაძაღლობას გეგმავდნენ
შუა სეზონში "აღმოაჩენენ", რომ მისთვის ეს პოზიცია ჯობია
Sport მოიაზრებს, რომ რონალდ კუმანი 4-3-3 ფორმაციითა და შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:
ტერ შტეგენი; ალბა, არაუხო, პიკე, დესტი; პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი; ფატი, დეპაი, გრიზმანი.
ჩვენც ეგრე გვეგონა რო მოდიოდა, მაგრამ ამის 3-5-2 მოგვასპო.
ლანგლე, უმტიტი, კოუ, დემბელე.