დღეს, “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე პედრი, ერიკ გარსია და ოსკარ მინგესა მივიდნენ.
კლუბის ცნობით, ოლიმპიელებმა თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი მოინახულეს. ასევე, მათ კლუბის ვიცე პრეზიდენტი რაფაელ იუსტეც შეხვდა. პედრი და გარსია ვარჯიშებს ხვალ შეუერთდებიან, მინგესა კი რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.
“ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ერიკ გარსია “სიუტატ ესპორტივაზე” პირველად მივიდა. იგი “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ოფიციალური შვებულება არ ჰქონია, თუმცა მან დასვენებაზე უარი თქვა და მოსამზადებელ პროცესში ხვალიდან ჩაერთვება.
👋 @Pedri, @ericgm3 and @OscarMingueza meet up with their team mates
🥈 The Olympic medallists were at the Ciutat Esportiva to say hello to the rest of the squad and coaching staff before joining up with them this Thursday for training pic.twitter.com/Mz2dCeWzJq
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 11, 2021
წარმოუდგენლად დატვირთული სეზონის შემდეგ, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს მოედანზე ვიხილავთ პედრის, რომელიც ფრენკი დე იონგისა და გავის ტრავმის გამო, ჯერჯერობით, დასვენებას ვერ შეძლებს.
7 აგვისტოს, ესპანეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.




არ მენანება, მაგრამ ნახევარმცველს 10 ნომერი არ მოუხდება. უფრო 6, 7, 8. ფატის კი ბატონო.
იმდენი გააკეთა ლეომ ბარსასთვის რო თუნდაც აღარ იყოს ბარსას ფეხბურთელი ამის მიუხედავად ჩვენს გულშია და იმიტომ იდება სტატიები, თორე ანდრე გომეში რო წავიდა და დინი ვინ დებდა? ერთი რიგითი იგროკი რო გტოვებს სულ სხვაა და გუნდიე სიმბოლო და განუყრელი ნაწილი ეგ კიდევ სხვა არის. არც პერსო ფანობაა ეს და არც სხვა არაფერი, ელემენტარული გრძნობაა, 21 წლიანი ბარსელონური კარიერა დასრულდა და ბევრს ისე გამოჰყავს გეგონება დემბელე წავიდა გუნდიდან. ნიხუიასიბე, იაზროვნეთ ხალხო.
მე ცენტრში პუჩი ბუსკეცი პედრის ტრიო მაინტერესებს
სოსიედადთან მოსინჯოს არაუხო-გარსიას წყვილი,მაინტერესებს გუნდი რას იზამს მესის გარეშე.იუვენტუსთან თამაშს არ ვთვლი,ტიპები არც ცდილობდნენ,უბრალოდ დაგვითმეს გამპერის თასი.
პედრი ფატი ბალდე პუჩი დემირი გარსია არაუხო გავი ნიკო … ეს წარმოგიდნგენიათ ეს ახლაგაზრდები რო არ გამოჩენილიყვნენ და წელს მესი ესე არაფერზე წასულიყო, საერთოდ რა გვრჩებოდა დასაქოქი საათი უმტიტი აგუერო და დემბელე, ბებერი ალბა პიკე ბუსკეცი, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ ესენიც წავლენ.
პედრი მთელი მსოფლიო მასზე ლაპარაკობს და პატივს ცემს მაგარი პატარა ბიჭები მოგროვდა კლუბში რაც ორმაგად სასიხარულოა
მგონი 10 ნომერს ანსუ ფატი ან პედრი ჩაიცვამს უფრო პედრი მგონია
მაგარი როჯაა პედრი