workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშებს | MD

პედრი სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშებს | MD

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს გადატვირთული სეზონი ჰქონდა და მთელი 73 მატჩი ჩაატარა, რონალდ კუმანი ლა ლიგის საწყის სამ შეხვედრაში კვლავ მას დაეყრდნობა. 

იქიდან გამომდინარე, რომ ფრენკი დე იონგი და გავი ტრავმირებულები არიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს ბევრი არჩევანი აღარ რჩება და ნებისმიერ შემთხვევაში 18 წლის ფეხბურთელის დატვირთვა მოუწევს.

MD იმასაც წერს, რომ კუმანი პედრის დასვენების წინააღმდეგი არაა და იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ლუის ენრიკე სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე გონსალესს არ გამოიძახებენ. 

“ბლაუგრანას” ლა ლიგის პირველი შეხვედრა 4 დღეში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ელის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 11 აგვ 2021, 13:14

    იმედია მოედანზე არ დაეცემა და გასახდელამდე მაინც მიაღწევს ეს ბავშვი.

  • azulgerana
    schedule 11 აგვ 2021, 12:49

    ციტატა: Don_Andresito
    პუჩი ბუსი და ნიკო არ წავა? მემფისიც არ გვყავს ხო?


    კი როგორ არა

  • Lasho
    schedule 11 აგვ 2021, 11:56

    ბუსი პუჩი დემირი ნიკო რობერტო.. აარჩიოს აქედან სამიკაცი და ათამაშოს

  • Don_Andresito
    schedule 11 აგვ 2021, 11:23

    პუჩი ბუსი და ნიკო არ წავა? მემფისიც არ გვყავს ხო?

  • riva
    schedule 11 აგვ 2021, 11:23

    ამას ბოლოს დაკლავენ და მსხვერპლად შეწირავენ

  • La Pulga10
    schedule 11 აგვ 2021, 11:14

    აუუუ არა რა,დაანებეთ თავი,ამოსუნთქვის საშუალება მიეცით.

  • Giorga
    schedule 11 აგვ 2021, 10:40

    Tipi daaberes mara ar mgonia kumanma atamashos