ლიონელ მესის წასვლის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გუნდში მყოფი ფეხბურთელების ჯამური ხელფასი კლუბის შემოსავლების თითქმის ასი პროცენტია, რის გამოც ახალწვეულების დარეგისტრირება ჯერ ვერ ხერხდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ “ბლაუგრანა” ისეთ მოთამაშეებს, როგორიცაა სამუელ უმტიტი, ფილიპე კოუტინიო და მირალემ პიანიჩი, არ გაუშვებს ან ხელფასს არ შეუმცირებს, ახალწვეულების ჩარიცხვას ვერ შეძლებს.
სერხიო აგუერო ტრავმირებულია და ნოემბრამდე არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მემფის დეპაი და ემერსონი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ, მათ ამ კვირაში ერიკ გარსიაც შეუერთდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიდერლანდელის დარეგისტრირებაა, რადგან ის ძირითადი შემაგენლობის წევრად მოიაზრება. ლეო მესის წასვლის შემდეგ, მაღალი დონის თავდამსხმელის ყოლა აუცილებელია.
MD-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ფეხბურთელების გაშვებაზე ან მათთვის ანაზღაურების შემცირებაზე მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, “ბარსა” ლა ლიგის პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს.




MD-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ფეხბურთელების გაშვებაზე ან მათთვის ანაზღაურების შემცირებაზე მუშაობას აგრძელებს.
იმედია ლაპორტა ისე არ გააგრძელებს როგორც ლეოს გაუგრძელა. ახლა იბიცაზე ისვენებს ხო როგორც წავიკითხე, ეკუთვნის გადაიღალა კაცი.
ოპაააააააა…. ნუ ეს სიტუაცია ნათლად გვიჩვენებს რომ ლაპორტა მთლად მტყუანი არაა და ბევრი რამე აშკარად მასზე და მის სურვილებზე არ იყო დამოკიდებული. ჯერ კიდევ ბართომეუს წყევლის ქვეშაა ბარსა
მარჯვნივ დესტიცაა და ამაზრზენი რობერტოც, მართალია დაცვაში ორივე 0 ია მარა მაინც დეპაია მთავარი, შეტევაში ფატი არაა, მესი აღარაა, აგუერო არაა, დემბელე არაა, გრიზმანია და დემირი. კოუც რავიცი რისი მაქნისია. შეტევაში გვჭირდება დეპაი. ამიტო პიანიჩი სასწრაფოდ გასაშვებია. ლაპორტამ კიდე შვებულება აიღო, ალბათ მესის გაშვებით რო ბონუსი მიიღო იმით უნდა იგრიალოს
კოუტინიო ახლა მაინც დააყენონ იქ სადაც დაფრინავდა ლივერში აი ზუსტად იქ სადაც მესი ისგა გრიზმანი უკან და წინ რამე იქნებაა, სჯობს 60-65 გოლი გავიტანოთ და იყოს კარგი სტაბილურობა ვიდრე 86 გოლი და გავუშვათ 68 :დ დაცვა გვჭრდება ამ ეტაპზე ძმაო დაცვა პიკეს და ლენგლეს იმედზე რავიცი :დ
კოუტინიოს ფრენამდე შენ არაფერი გეტკინოს:)))))))
FC Barcelona changed name to Torpedo Kutaisi
და დაგვრჩება დეპაი, რომელიც ეხლა ყველაზე ძალიან გვჭირდება!
ესენი რაღაცას უბერავენ,თან მაგრად ,ბარსას ბიუჯეტი,ლიბიდოს შემდეგ დაახლოებით 700 მილიონია, როგორ შეიძლება ასი პროცენტი იყოს? მითუმეტეს მესი წავიდა სახელფასო ფონდს დაახლოებით 100 მილიონი მოაკლდა? რას ჩალიჩობენ ვეღარ ვხდები? თუ გუნდის დაშლა უნდათ,ყველა ფეხბურთელი გაუშვა და,მორჩა!
მარჯვნივ დესტიცაა და ამაზრზენი რობერტოც, მართალია დაცვაში ორივე 0 ია მარა მაინც დეპაია მთავარი, შეტევაში ფატი არაა, მესი აღარაა, აგუერო არაა, დემბელე არაა, გრიზმანია და დემირი. კოუც რავიცი რისი მაქნისია. შეტევაში გვჭირდება დეპაი. ამიტო პიანიჩი სასწრაფოდ გასაშვებია. ლაპორტამ კიდე შვებულება აიღო, ალბათ მესის გაშვებით რო ბონუსი მიიღო იმით უნდა იგრიალოს
ამ კლუბს ისევ ბართომეუს მოყვანილი ხალხი გააკოტრებს, გაააჯ*ით ბიჭო გუნდიდან.