workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კაპიტნობისთვის ჟორდი ალბას კონკურენტი ტერ შტეგენი იყო

კაპიტნობისთვის ჟორდი ალბას კონკურენტი ტერ შტეგენი იყო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეო მესის წასვლისა და, შესაბამისად, ერთი კაპიტნის გამოკლების შემდეგ, ჟორდი ალბა “ბარსელონას” მე-4 კაპიტანი გახდა.

ახლა კი, Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, აღნიშნული ტიტულისთვის ბრძოლაში ალბას კონკურენტი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო.

თუმცა, საბოლოოდ, როგორც წყარო იტყობინება, გერმანელი ფეხბურთელი ნომინანტებს ხმის მიცემამდე გამოეთიშა, რის შემდეგაც ეს წოდება ჟორდის დარჩა.

ლეგენდარული არგენტინელის წასვლის გამო, კაპიტნის სამკლავურს სერხიო ბუსკეტსი გადაიბარებს, ვიცე-კაპიტნის რანგში ჟერარ პიკე მოგვევლინება, მე-3 კაპიტანი კი სერჟი რობერტო იქნება.

ალბა “ბარსას” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, ტერ შტეგენი კი კატალონიელთა ღირსებას 2014 წლიდან იცავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • azulgerana
    schedule 10 აგვ 2021, 18:52

    შტეგო მაგარი კაცი

  • ♠️Spooky♠️
    schedule 10 აგვ 2021, 10:37

    2 wlis bazaria shtego da tu kide gundshi iqnebi chaibareb samklaurs… albas kapitnobas shevtene da robertosac aqamdec da awic…

  • azulgerana
    schedule 10 აგვ 2021, 02:12

    ციტატა: MARI=BARCA-fan

    ციტატა: Griezzy7
    1.პიკე
    2.ბუსკეცი
    3.შტეგენი
    4.ალბა

    ესე უნდა იყოს ჩემიაზრით


    ვფიქრობ ჯერ შტეგენი და მერე ბუსკე..


    მე კი ესე ვფიქრობ

    პიკე
    ტერ შტეგენი
    ალბა
    ბუსკეც

  • MARI=BARCA-fan
    schedule 09 აგვ 2021, 23:46

    ციტატა: Griezzy7
    1.პიკე
    2.ბუსკეცი
    3.შტეგენი
    4.ალბა

    ესე უნდა იყოს ჩემიაზრით


    ვფიქრობ ჯერ შტეგენი და მერე ბუსკე..

  • azulgerana
    schedule 09 აგვ 2021, 19:28

    Pike unda ikos kapitani

  • Albicelecte
    schedule 09 აგვ 2021, 18:56

    ან რობერტოს და ან ამას… scream

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2021, 18:25

    ნეტა რა აზრი აქვს კაპიტნობას, როცა ხვალ ზეგ აქედან მინიმუმ ორი კარიერას დაასრულებს, ღიირს სათქმელად ორი სეზონი ბარსას მეორე ამ მესამე კაპიტანი ვიყავიო?

  • Erekle
    schedule 09 აგვ 2021, 18:24

    რობერტოა რაუნდა კაპიტნად

  • Nikabedinadze
    schedule 09 აგვ 2021, 18:05

    რადგან კატალონიელია მაგიტომა უნდა იყოს მესამე კაიტანი რობერტო?ფუიი…შტეგენი და პიკე ყველზე მაგარ კაპიტნობას გაუწევდა გუნდს

  • La Pulga10
    schedule 09 აგვ 2021, 18:04

    კაი რა რობერტო და ალბა,შტეგენი ჯობდა ყოფილიყო