გამპერის თასის 2021 წლის გათამაშების ფინალში “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 ამარცხებს. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შედეგი შესანიშნავია.
მანამდე კი ქალთა ფეხბურთში გამპერის თასის გათამაშება ისტორიაში პირველად გაიმართა. ევროპის საუკეთესო გუნდი “ბარსელონა” ქალებშიც “იუვენტუსს” დაუპირისპირდა და დაამტკიცა, რომ მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად ისევ ძალიან ძლიერია.
“იუვენტუსი” სუსტი გუნდი ნამდვილად არაა. ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო 4 გათამაშება მოიგეს, აქედან ბოლო 2 წაუგებლად, უკანასკნელში კი ყველა შეხვედრაში იმარჯვეს. თუმცა “ბარსელონა” სხვა დონეზეა, რაც შეხვედრის მე-3 წუთზევე დამტკიცდა, როდესაც მასპინძლები წინ უკვე 2 ბურთით იყვნენ. “ბლაუგრანამ” პირველი ტაიმი 5-0, ხოლო თამაში 6-0 მოიგო.
საუკეთესო ფეხბურთელად ჯენი ერმოსო დასახელდა, რომელმაც თავი 2 გოლით გამოიჩინა. სადებიუტო გოლი გაიტანა გუნდის ახალწვეულმა, პარედესმა. თავი ასევე გამოიჩინეს ბონმატიმ, ჰანსენმა და ვილამალამ.
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა წინასასეზონო მზადების დროს 2 თამაში ჩაატარა, ორივე მოიგო, გაიტანა 23 გოლი და თავად არ გაუშვია.



მაგარი გოგოები გვყავს.
იმ 23 გოლიდან 17 ერთ თამაშში გაიტანეს მე მგონი.
ფაქტიურად პირველ 3 წუთში მოუგეს
პუტელას და მაპის კერძო ფანი ვარ ამ სეზონში, არ მომაკლოთ სიამოვნება ქალებოოოო!!!!
ქალთა უძლიერესი იუვე გაძუკნეს?
გოგოებო ბრავოო!!!

თქვენი წყალი გადაესხას მამაკაცებსაც..