workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერიკ გარსია: არ ვიცი, ბარსელონა დამარეგისტრირებს თუ ვერა

ერიკ გარსია: არ ვიცი, ბარსელონა დამარეგისტრირებს თუ ვერა

ტოკიოს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მცველმა, ერიკ გარსიამ, COPE-სთან თავის “ბარსელონურ” მომავალზე კომენტარი გააკეთა. 

როგორც ცნობილია, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, რაზეც ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 

არ ვიცი, შვებულება მექნება თუ არა. 
ახალ კლუბში მოვედი და კუმანს გუნდში ჩემი გამოყენება უკვე შეუძლია. მესისთან დაკავშირებული სიახლე ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ამასთან გამკლავება ძნელია. 
ჯერ კიდევ არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ისინი ჩემს დარეგისტრირებას. 

– განაცხადა გარსიამ. 

იმისთვის, რომ “ბარსამ” გარსია და სხვა ახალწვეულები ოფიციალურ შეხვედრებში ათამაშოს, კლუბის სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებაა აუცილებელი. სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ მოხერხდა ლიონელ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 აგვ 2021, 15:12

    შენ რა უნდა ქნა, დაელოდე პატარა ეგება მოეგოს ვინმე გონს და გაინახევროს ხელფასი. დემბელე უმტიტი ლანგლე, კოუტინიო თურმე მზად არიან საერთოდ უხელფასოდ ითამაშონ.

  • Albicelecte
    schedule 08 აგვ 2021, 14:12

    ანუ მთელი ამბებია აწეული
    სრულიად კატალონიას უტევენ და ცდილობენ, რომ გუნდი დაშალონ და დაანგრიონ

  • azulgerana
    schedule 08 აგვ 2021, 13:50

    როგორ არ გადმოხტნენ აქ კომენტარებში ის ბოღმა ადამიანები. მესი წავიდა და შენ რატო უნდა დაგარეგისტრიროთ ღოროო !!! smile smile ესეთი კომენტარების პატრონებზე სიცილით ვკვდები.