ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა

ახალხან დასრულდა ტოკიოს საფეხბურთო ოლიმპიური თამაშების ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთი და ბრაზილია დაუპირისპირდნენ.

“ფურია როხა”, სამწუხაროდ, დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებით წუთებზე ბრაზილიელთა მხრიდან სუნიამ გახსნა. მან “ბარსელონას” ლეგენდის, დანი ალვესის გადაცემით ისარგებლა. ესპანეთმა წონასწორობა 61-ე წუთზე ოიარსაბალის გოლის წყალობით აღადგინა. გუნდებს საუკეთესოს გამოსავლენად 90 წუთი არ ეყოთ, რის გამოც საჭირო გახდა დამატებითი ტაიმების დამატება.

დამატებით დროში უპირატესობის მოპოვება “სელესაომ” 108-ე წუთზე მოახერხა. საინტერესოა, რომ გოლის ავტორი “ბლაუგრანას” ყოფილი შემტევი მალკომი აღმოჩნდა, რომელიც მოედანზე 91-ე წუთზე შევიდა და რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშეს პედრიმ და ერიკ გარსიამ. მათ სრული მატჩი ჩაატარეს. ოსკარ მინგესამ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

რაც შეეხება დანი ალვესს, მან პედრისა და გარსიას მსგავსად სრულად ითამაშა.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (11)

  • ჯერემი რენერი
    07 აგვ 2021, 23:02

    დასკვნა: ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე გამოსული რაღაც გუნდის მსგავსი..

  • Albicelecte
    07 აგვ 2021, 22:20

    ციტატა: nika 54
    ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა, იხმარეს ბრაზილიელებმა ესპანეთი.


    მთლად მასეც ვერ ვიტყოდი
    მე-2 ტაიმში 2-ჯერ ზედა ძელს მოხვდა ბურთი, ბერვზე გადარჩა სელესაო
    საკვანძო მომენტი იყო ცვლილება
    ძალიან კარგად მოთამაშე ოსკარ ხილის მაგივრად მადრიდელი ხესუს ვალეხო რომ გამოვიდა
    კაპიტანი, ასეთი კაპიტანის ხელში გუნდი ვერაფერს მოიგებდა, სამკლაურიც რომ გადაიბარა…. rage

  • Iniesta_8
    07 აგვ 2021, 20:41

    ციტატა: El pistolero 9
    ახლა რა მაინტერესებს ბრაზილიამ რო მოიგო და ყველა ფეხბურთელს ოქროს მედალი გადაეცა საერთო ჩათვლაშიც რამდენმა ფეხბურთელმაც მედალი მიიღო იმდენი ოქრო ჩაეწერებათ??


    არა, ბრაზილიას 1 ოქრო მიემატება საერთო ჯამში. გუნდურ სპორტში მიღებული მედლები 1-ად ითვლება.

  • azulgerana
    07 აგვ 2021, 19:18

    დანი აღუუ 😁☺️👌

  • El pistolero 9
    07 აგვ 2021, 19:15

    ახლა რა მაინტერესებს ბრაზილიამ რო მოიგო და ყველა ფეხბურთელს ოქროს მედალი გადაეცა საერთო ჩათვლაშიც რამდენმა ფეხბურთელმაც მედალი მიიღო იმდენი ოქრო ჩაეწერებათ??

  • Norman Bates
    07 აგვ 2021, 19:05

    ესეთი პედრის ყოფნას მოედანზე აზრი არა აქვს

  • ROUCH
    07 აგვ 2021, 19:03

    საწყალი ალვეში კიდე კაი მოიგო ოლიმპიადა თორე ტიტულების ნაკლებობას განიცდიდა

  • rivaldo80
    07 აგვ 2021, 18:35

    როგორ თხოვა ბარსამ პედრიზე არა მოკლეს ბავშვი და მაინც ვერ მოიგეს…ბრაზილიას კი საღოლ ზედიზედ სამი ფინალი

  • ჯორჯ
    07 აგვ 2021, 18:34

    პედრიმ რამდენი წუთი ითამაშა და ერთი ტიტულიც ვერ მოიგო

  • cruyff9
    07 აგვ 2021, 18:27

    ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა კრაის მცველი😍😍დანიიი❤️❤️

  • nika 54
    07 აგვ 2021, 18:18

    ვუყურეთ და ნეტავ არ გვეყურებინა, იხმარეს ბრაზილიელებმა ესპანეთი.