workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი ტრავმის გამო ვარჯიშს არ წყვეტს

გავი ტრავმის გამო ვარჯიშს არ წყვეტს

დღეს დილით “ბარსელონამ” გამპერის თასის ამხანაგურ ტურნირზე “იუვენტუსთან” გასამართი მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამართა. 

მინდორზე ვიხილეთ გავი, 17 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ახლახანს ყბა დაიზიანა და ოფიციალურად ტრავმირებულთა რიგებშია, თუმცა ვარჯიშის შეწყვეტა არ სურს და აპირებს, გამპერის თასს კარგ ფორმაში შეხვდეს – წერს ჟურნალისტი ალბერ როგე. 

ახალგაზრდა ნახევარმცველმა პრესეზონის მატჩებში გულშემატკივრებს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. ის ჯერჯერობით სარეზერვო გუნდში ირიცხება, მაგრამ, დიდი ალბათობით, სეზონის განმავლობაში რონალდ კუმანის თერთმეტეულშიც არაერთხელ ვიხილავთ. 

დღევანდელი სესია მნიშვნელოვანი იყო ანსუ ფატისთვისაც. “ბარსას” შემტევმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბურთით პირველად ივარჯიშა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2021, 16:03

    ყბა რას შეუშლის ვარჯიშს, იქნებ თამაშამდე მოურჩეს კიდეც.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 07 აგვ 2021, 06:15

    ციტატა: azulgerana
    არ გინდოდათ გრიზმანი? წავიდეს? 😁😀


    angry წავიდეს კი არა და წაეთრიოს…
    ოთხივე ფრანგი წაეთრიოს და ეგ წინ გაუძღვეთ!!!

  • azulgerana
    schedule 06 აგვ 2021, 18:15

    არ გინდოდათ გრიზმანი? წავიდეს? 😁😀

  • Norman Bates
    schedule 06 აგვ 2021, 18:08

    მაგარი მოტივაცია მიეცათ გუშინ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. იწვალებ, მთელ შენს ძალისხმევას მოახმარ კლუბს, ლეგენდად იქცევი და ბოლოს სატელევიზიო ტრანსლაციის უფლებებში გაგცვლიან

  • La Pulga10
    schedule 06 აგვ 2021, 18:07

    გავის უნდა ჩავი,მანამდე მე ამათი მაყურებელი არ ვარ.