პრესეზონის მე-4 მატჩში “ზალცბურგთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან რონალდ არაუხომ გააკეთა.
ურუგვაელმა მეოდანზე 63 წუთი გაატარა და მიუხედავად “ბარსას” ძალიან არადამაჯერებელი თამაშისა, ცენტრალური მცველი მაინც ეფექტურად გამოიყურებოდა.
“მიხარია, რომ სათამაშო დრო მომეცა. შედეგის მიუხედავად კმაყოფილი ვარ, რადგან ინტენსიური შეხვედრა გამოდგა.”
“ნამდვილად კარგი ტესტი იყო. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ.”
“ვიმედოვნებ, რომ სულ მალე მესი ჩვენთან ერთად იქნება და გამპერის თასის შეხვედრისათვის შემოგვიერთდება.”
არაუხომ მონაწილეობა წინა მატჩში “შტუტგარტის” წინააღმდეგაც მიიღო, სადაც ის თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო.




წესიერი მცველი მოუყვანონ ამას პარტნიორად და გვეშველება
"ვიმედოვნებ, რომ სულ მალე მესი ჩვენთან ერთად იქნება და გამპერის თასის შეხვედრისათვის შემოგვიერთდება."
და მერე ლეო დადგება დაცვაში? მიხედე დაცვას, გუშინ ერთი-ორჯერ გაგექცა კაცი. ზედ პირით ხაზზე და კარგად გადავრჩით. რო მაშინაც არ გავიდა გოლი.
1 უტრავმო სეზონი და ტოპ 3 მცველში შევა. თან ბარსელონას მცველობა 2 ჯერ უფრო რთულია ვიდრე ატლეტიკოს რეალის ლივეს ან ბავარიას, ზოგგან მთელი გუნდი თავს იცავს, ავტობუსა მადრიდელები მაგალითად, ზოგგან კიდე 11 ვე კაცი იღებს დაცვაში მონაწილეობას, ესეთ აწეულ დაცვას არავინ თამაშობს. სიტის გარდა, ამიტო ამან თუ ესე გააგრძელა პროგრესი თან უტრავმოდ ტოპ მცველი იქნება და ბარსას ისტორიაშიც შევა. ეს რო ატლეტიკოს მცველი იყოს და წინ წასვლა არ უწევდეს ან ბურთის პასით ამოტანა შეცდომა არ ექნებოდა
ეს იმენა ცხოველი გვყავს. ახლა ამის მეწყვილე უნდა ვითრიოთ ვინმე მაგარი და ეგაა.