workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა უმტიტის მონდომებას აფასებს

ბარსელონა უმტიტის მონდომებას აფასებს

“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი შვებულებისას ფიზიკურად აქტიურად ემზადებოდა, რაც პრე-სეზონის მატჩებშიც გამოჩნდა. 

სავარჯიშო სესიების დაწყებამდე, უკანახაზელმა მარცხენა მუხლზე შემოწმება ჩაიტარა და დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად აქვს. ფრანგი საკუთარ თავს ენდობა და სჯერა, რომ შეუძლია, პირველი გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის პროგრესს არც ტექნიკური პერსონალი მალავს და მის ძალისხმევას აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მის გაყიდვას ცდილობს.

უმტიტიმ იცის, რომ “ბარსას” მისი გაშვება სურს, თუმცა თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას კვლავ განაგრძლობს. ფრანგს იქ თამაში უნდა, სადაც გარანტირებულ წუთებს მიიღებს.

სამუელის შეძენით მისი ყოფილი კლუბი, ოლიმპიკის “ლიონი” ინტერესდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 20:48

    დაფასებით მუდამ აფასებდა ისედაც

  • Pirat❤️💙
    schedule 30 ივლ 2021, 14:17

    ლენგლეს მაინც ჯობია ეს და ის გაყიდონ და უფრო ძვირად გაიყიდება ამასაც მოემატება ცოტა ფასი და თუ გაყიდვა უნდათ მერწ გაყიდონ

  • Albicelecte
    schedule 30 ივლ 2021, 14:07

    ციტატა: Griezzy7
    აუ აღარ არის ბარსაში რისკების დრო რა. ეხლა ეს ისევ არ დატოვონ თორე გავგიჟდები. დროზე მოაშორონ ეს გუნდიდან და მიაყოლონ კოუტინიო პიანიჩი და ბრეიტვეიტიც. თუ ცენტრალურ მცველს მოიყვანენ ლენგლეც მიაყოლონ.

    მონდომება არა *ლე. მონდომებული ბრეიტვეიტიცაა მარა რა ჩემი ფეხები მერე


    ლენგლე, პირველ რიგში ლენგლე უნდა მიაყოლონ
    ძალიან ცუდ ფეხზე მოეთრა ეგ თარსი
    საჯარიმოში მაგისი ყოფნა ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს დამატებით ფეხბურთელი ყავს

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2021, 13:07

    ძალიანაც კარგი თუ მონდომებულია, ასე უფრო ადვილად ვიპოვით მყიდველს.

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივლ 2021, 12:18

    ხელფასი დაიკლოს ამ პიჟონმა ეგ მონდომება გაიკეთოს უკან მაინც გაიტრამვება

  • Don_Andresito
    schedule 30 ივლ 2021, 12:03

    ხელფასს რო არ იკლებს ეგაა არაკაცობა თორე ამისი მონდომება უკან გაიკეთოს, ბარსაში თამაშობდეს და მონდომებულიც არ იყოს სადაა ეგრე. ხელფასი რო დაეკლო, მერე ლენგლეს გაშვებაზე და ამის დატოვებაზე იფიქრებდა კაცი აქტიურად, ლენგლეს ეყოლება მსურველები მაინც ძირითადის კაცი იყო. 25 ად მაინც გაიყიდება