RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” პედრის ტრანსფერზე კიდევ ერთი შემოთავაზება დაბლოკა.
კატალონიური გამოცემის ცნობით, საქმეში ჩართული კიდევ ერთი დიდი კლუბი იყო. საუბარია მიუნხენის “ბაიერნზე” ან “ლივერპულზე”.
“რეკორდმაისტერს” პედრის დამატება წინა სატრანსფერო ფანჯარაზეც სურდა, თუმცა მათი 45-მილიონიანი წინადადება “ბლაუგრანასთვის” მიუღებელი აღმოჩნდა. კატალონიური კლუბისათვის პედრი ფასდაუდებელია და მას არ შეელევიან.
ესპანელი ფეხბურთელი ამჯერად ოლიმპიადაზე მონაწილეობს და ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წარმატების მისაღწევად ტოკიოშიც ეხმარება. ესპანელები მეოთხედფინალში არიან და 31 ივლისს კოტ დ’ივუარს შეხვდებიან.
“ბარსას” მაისურით მის ანგარიშზე 69 შეხვედრაში 4 გოლი და 6 ასისტია.




შანსი აქვს ბაზარი არაა
ხელშეუხებელია პედრიტო❤❤ძაან მაგარი ბიჭია, გოლდენ ბოისაც მოიგებს უეჭველი
იციან გერმანელებმა ვაჭრობა, ტყუილად კი არ არსებობს გამოთქმა "ნემეცკი შოტი"-ო.
ყველას მუქთად უნდათ ბარსასგან ფეხბურთელი და ყველა ბარსაზე აპირებს გამდიდრებას ნაგავიც რო სთხოვო.
რით ვერ გაიგეს რომ არ იყიდება
კოვიდი როარა ჩამოვიდოდნენ 100+ მილიონს და მანდ ვნახვდით რამდენად ხელშეუხებელია. ეჰ პედრის გაყდივა არაფრით შეიძლება
ბრავოოოოოოოოო