workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას კაპიტნები ხელფასის შემცირებაზე თანახმა არიან

ბარსას კაპიტნები ხელფასის შემცირებაზე თანახმა არიან

“ბარსელონას” ფეხბურთელები: სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო ხელფასის შემცირებაზე თანახმა არიან. აღნიშნულ ინფორმაციას La Vanguardia ავრცელებს. მოლაპარაკებები აგვისტოში განალხდება.

წყაროს თანახმად, კატალონიურმა კლუბმა ხსენებულ ფეხბურთელებს ანაზღაურების დაკლების თაობაზე პირველად გასული კვირის ბოლოს მიმართა. “ბარსა” მათგან ხელფასის დაახლოებით 50%-ით შემცირებას ითხოვს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ალბა ხელფასის შემცირებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც, “ბლაუგრანა” მის გაშვებასაც არ გამორიცხავდა.

ბუსკეტსის კონტრაქტი 2023 წელს იწურება, რობერტოსი 2022 წელს, ალბასა და პიკესიე კი – 2024 წელს.

ცნობისთვის, ზემოხსენებული ოთხივე ფეხბურთელი გერმანიაში გასამართი ტურნეს 25-კაციან განაცხადში მოხვდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • azulgerana
    schedule 04 აგვ 2021, 02:13
    მაგარი
    სურათია
    ძაან
  • nika 54
    schedule 29 ივლ 2021, 13:02

    მოლაპარაკებები აგვისტოში განალხდება.
    ანუ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა? ეხლა ეს მორიბა-2 სერია დაიწყო?

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2021, 02:27

    ხვალ ვიღაცა გამოხტება და არ არიან თანახმაო იტყვის.

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 28 ივლ 2021, 18:42

    ვერ დალაგდნენ ხან ჭრიან და ხან კერავენ იკლებენ თუ არ იკლებენ ??? ფაქტია კლუბს ძაან წაადგება ამათი ხელფასის შემცირება

  • M10 S9 D11
    schedule 28 ივლ 2021, 17:27

    მიბაძონ ზოგ-ზოგიერთებმა

  • riva
    schedule 28 ივლ 2021, 17:00

    მეც ცოტა მიკვირდა ამათგან უარი… იმ ბაყაყიჭამიებმა რომ არ დაიკლონ არ გამიკვირდება მაგრამ ესენი ლამასიადან მოდიან და კლუბთან სულ სხვა რამ აკავშირებთ.

  • La Pulga10
    schedule 28 ივლ 2021, 16:32

    აბა არაო?არაფერს უნდა დაუჯერო კაროჩე რა