workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა რომ ცოცხალი იყოს, მესის ჩაეხუტებოდა და ტირილს დაიწყებდნენ – სესარ ლუის მენოტი

მარადონა რომ ცოცხალი იყოს, მესის ჩაეხუტებოდა და ტირილს დაიწყებდნენ – სესარ ლუის მენოტი

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სესარ ლუის მენოტი Super Deportivo Radio-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე საუბრობს:

მესი ყველა ასპექტში საუკეთესოა – ფიზიკურად ის ყოველთვის მზადაა და სერიოზულ ტრავმებს არასდროს იღებს.
ახლა ლეოსთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ძალიან ბედნიერი ჩანს. სხვებისგან განსხვავებით, ის არის ფეხბურთელი, რომელიც მუდამ გამარჯვებისკენ მიიწევს და თავის თანაგუნდელებსა და გუნდს შემართებისკენ მოუწოდებს. შეხედეთ, რამდენად რთულია, იყო მესი.
ლიონელი ასეთი გახარებული არასდროს მინახავს: არა მხოლოდ კოპა ამერიკის ტრიუმფით დასრულების გამო, არამედ იმიტომ, რომ გვერდით ის ადამიანები ჰყავს, რომლებიც ძალიან უყვარს.
მარადონა რომ ცოცხალი იყოს, “ალბისელესტეს” მიერ ამ ტიტულის მოპოვება ძალიან გაუხარდებოდა. დარწმუნებული ვარ, დიეგო მესის ჩაეხუტებოდა და ორივენი ტირილს დაიწყებდნენ.
“ლა პულგა” “ბარსაში” სერხიო აგუეროს კიდევ უფრო დაუახლოვდება. მათ ერთად ხილვას მოუთმენლად ველი. როცა კუნი და ლეო მხარდამხარ თამაშობენ, ბევრს ვმხიარულობ.
მესი ლუის სუარესის მეგობარია. ახლაც არ ვიცი, როგორ გაუშვა “ბლაუგრანამ” ურუგვაელი. ვფიქრობ, ამან ლიონელის გაბრაზება გამოიწვია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 28 ივლ 2021, 09:43
    #1

    ეს როგორ დაბერებულა, მახსოვს 78-ის მუნდიალზე როგორი ახალგაზრდა იყო, სულ სიგარეტი ეჭირა ხელში. ინტერვიუში თქვა თამაშზე ორ კოლოფს ვეწევიო.