გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ნეტუს გაშვების შემთხვევაში, “ბარსელონას” მეორე მეკარე ინიაკი პენია გახდება. ფეხბურთელს ესმის, რომ ტერ შტეგენის შემცვლელად თამაში კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
თუმცა, თუ ბრაზილიელი კარის დარაჯი “ბარსაში” დარჩება, პენია იჯარით გაშვებას მოითხოვს – იტყობინება Mundo Deportivo.
MD-ს ცნობით, კატალონიური კლუბი 22 წლის ესპანელს იჯარით იმ შემთხვევაში გაასხვისებს, თუ მას გარანტირებული სათამაშო დრო ექნება.
რონალდ კუმანს გამოცდილი მეკარის დამატება სურდა, თუმცა პენიას თამაშის ხილვამ მას აზრი შეაცვლევინა და ახლა ინიაკის ნდობას უცხადებს. ბევრი რამ ნეტუს მომავალზე იქნება დამოკიდებული.




I hope so
ნუ მეკარის პოზიცია არ არის დიდი პრობლემა. ან გაიყიდება ნეტუ ან არ გაიყიდება და პენია წავა იჯარით. ამაზე მეტი სადარდებელი ღმერთმა არ მოგვცეს, ჯერ ლეოა გასაფორმებელი.
შტეგენის არ ყოფნის გამო ცოტა დასაფიქრებელი თემაა თორე ისე ნეტუ უნდა გაიყიდოს და ეს დაწინაურდეს
ნეტუ გაყიდონ და დააწინაურონ ეს ბიჭი. ლა ლიგაში სტარტზე შტეგენი არ იქნება და პენიას მოუწევს თამაში, გამოცდილებასაც დააგროვებს