workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე ცნობილია

ოფიციალურად: გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” 2021 წლის გამპერის თასზე მოწვეული მეტოქის ვინაობა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს კლუბი ტურინის “იუვენტუსია”. 

ერთმატჩიან ამხანაგური გათამაშებაში, რომელიც ტრადიციულად ოფიციალური სეზონის დაწყების წინ იმართება, წელს სიახლეა: მამაკაცთა გუნდების გარდა ერთმანეთს ქალთა გუნდებიც დაუპირისპირდებიან. 

ორივე შეხვედრა 8 აგვისტოს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. “ბარსას” საშინაო არენაზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გულშემატკივრების შეკრება დაშვებული იქნება, თუმცა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით – ტრიბუნებიდან თამაშისთვის თვალის მიდევნება მაქსიმუმ 19 869 ადამიანს შეეძლება. 

“იუვენტუსი” გამპერის თასზე მონაწილეობას მეორედ იღებს. პირველად, 2005 წელს, მატჩი იტალიელებმა პენალტების სერიაში მოიგეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2021, 14:12

    ანუ სულ ტევადობის 20%? აკი 50% იქნებაო?

  • me da barca
    schedule 24 ივლ 2021, 01:04

    131 ადამიანი, რომ დაემატებინათ და დაემრგვალებინათ რა მოხდებოდა ნეტა?!

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ====== კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს შესთავაზა ხელფასის შემცირება, თუმცა მან ეს შემოთავაზება უარყო და განაცხადა, რომ "ბარსელონას" არც ერთ ევროს არ აპატიებს.
    ასევე გაირკვა, რომ "ბარსას" გრიზმანის გაყიდვა პრემიერ ლიგაში გაყიდვა სურს, თუმცა ანტუანი "ატლეტიკოში" დაბრუნებას აპირებს.

    ≠====================
    აბა როგორ მოგწონთ?
    ნაგავიი… angry
    გაუშვან ფრანგები და მათი დუხი აღარ იყოს ბარსაში…რა დამპალი სულის პატრონები ყოფილან..საფრანგეთის ხსენებაზე უკვე ალერგია მაქვს, ვინ ყოფილან ესენი, რა ჯიშის..ტფუუუ!!!
    გრიზმანი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ სკამზე!!! თუნდა ათი წელი გავიდეს!!! rage rage rage


    ბართო შენ ვერ გაიღვიძე დილით ამის მოთრევისთვის.
    გინებით არაფერი გამოვიდა და წყევლაზე გადავედი.

  • La Pulga10
    schedule 23 ივლ 2021, 23:43

    RONALDINHO,
    რონალდო კი მესის რა გითხრა,ჯერ კონტრაქტს მოაწეროს ხელი,აბა ისე არ გამოვა.

  • RONALDINHO
    schedule 23 ივლ 2021, 23:30

    რონალდოს და მესის დუელს ველოდები

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2021, 21:04

    კარგია, კაცები თუ წააგებენ, ქალები აიღებენ რევანშს.

    ციტატა: Albicelecte
    ანუ მესის გარეშე გამოვა ეგ ამბავი?!


    მესი შვებულებაშია, თან გუნდში არ ირიცხება 30 ივნისიდან. ითამაშებს?

  • La Pulga10
    schedule 23 ივლ 2021, 20:45

    MARI=BARCA-fan,
    უკვე ზღაპრებს თხზავენ,ყველაფერს თითხნიან მართლა მარტო ფაბრიციო რასაც დაწერს მაგას უნდა ენდო,თორემ გაგიჟდები კაცი.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 ივლ 2021, 20:00

    ====== კლუბმა ფრანგ ფეხბურთელს შესთავაზა ხელფასის შემცირება, თუმცა მან ეს შემოთავაზება უარყო და განაცხადა, რომ "ბარსელონას" არც ერთ ევროს არ აპატიებს.
    ასევე გაირკვა, რომ "ბარსას" გრიზმანის გაყიდვა პრემიერ ლიგაში სურს, თუმცა ანტუანი "ატლეტიკოში" დაბრუნებას აპირებს.

    ≠====================
    აბა როგორ მოგწონთ?
    ნაგავიი… angry
    გაუშვან ფრანგები და მათი დუხი აღარ იყოს ბარსაში…რა დამპალი სულის პატრონები ყოფილან..საფრანგეთის ხსენებაზე უკვე ალერგია მაქვს, ვინ ყოფილან ესენი, რა ჯიშის..ტფუუუ!!!
    გრიზმანი ხელშეკრულების ამოწურვამდე მხოლოდ სკამზე!!! თუნდა ათი წელი გავიდეს!!! rage rage rage

  • Joakim Brodén
    schedule 23 ივლ 2021, 19:58

    ციტატა: M10 S9 D11
    იმედია მესი ითამაშებს


    ეგ ვინაა, ჩვენი ფეხბურთელია??

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2021, 18:56

    იმედია მესი ითამაშებს

  • kanja
    schedule 23 ივლ 2021, 18:50

    მესი არ იქნება?!..

  • Albicelecte
    schedule 23 ივლ 2021, 18:30

    ანუ მესის გარეშე გამოვა ეგ ამბავი?!

  • Joakim Brodén
    schedule 23 ივლ 2021, 18:25

    ვაახ, ანუ წელს გამპერის თასსაც ვეღარ მოვიგებთ :დდ