workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კამპ ნოუზე” გულშემატკივრები ბრუნდებიან

“კამპ ნოუზე” გულშემატკივრები ბრუნდებიან

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, გამპერის თასზე “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე გულშემატკივრების შეკრება ნაწილობრივ ნებადართული იქნება. 

“იუვენტუსთან” შეხვედრაზე 20%-იანი დასწრება იქნება ნებადართული, რაც დაახლოებით 20 000 მაყურებელს ითვალისწინებს. “ჟიმნასტიკის” წინააღმდეგ “იოჰან კრუიფზე” გამართულ მატჩში პროცენტულად უფრო მაღალი დასწრება იყო, თუმცა ამის ახსნა იმ ფაქტით შეიძლება, რომ სარეზერვო სტადიონის ტევადობა გაცილებით მცირეა. 

“ბარსა” იტალიურ კლუბს 8 აგვისტოს შეხვდება. გამპერის თასის ეგიდით “ბლაუგრანას” წლევანდელ მეტოქედ “მანჩესტერ სიტიც” მოიაზრებოდა, მაგრამ მატჩის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 23 ივლ 2021, 21:35

    მესი გააფორმეთ თუ ძმა ხართ, თორემ ისე მგონია მობეზრდება ლოდინი და გაუბერავს სადმე.

  • M10 S9 D11
    schedule 23 ივლ 2021, 18:11

    ვა ვა მესი რონალდოს ჯახი იმედია ორივე ითამაშებს