workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსს” ფეხბურთელების გაცვლა სურს – ახალი შეთავაზება “ბარსას”

“იუვენტუსს” ფეხბურთელების გაცვლა სურს – ახალი შეთავაზება “ბარსას”

მირალემ პიანიჩის “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი ისევ არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიურ კლუბს ბოსნიელი ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურებისა და სატრანსფერო თანხის გადახდის იდეა დიდად არ ხიბლავს, ტურინელები “ბარსელონას” განახლებული წინადადებით მიმართავენ. 

“იუვეს” ისევ ფეხბურთელების გაცვლა სურს. ისინი პიანიჩის სანაცვლოდ “ბარსას” 30 წლის უელსელ ნახევარმცველს, აარონ რემზის დაუთმობენ – წერს Sport. 

რემზისთან დაკავშირებით “იუვენტუსს” იგივე ტიპის პრობლემა აქვს, რაც “ბარსელონასა” და პიანიჩის დაშორებას იწვევს. აარონის ხელფასი მაღალია და ამასთან ერთად, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე არაა. 

შეთანხმება არც ისე რეალურია და ეს ტურინშიც კარგად ესმით, თუმცა პიანიჩთან მიმართებაში გააქტიურება არტურის ტრავმითაა გამოწვეული, რაც ნახევარდაცვის გაძლიერების საჭიროებას ქმნის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 09:49

    ციტატა: Wtf man1
    არტურში გაცვალონ ისევ


    არტური საოპერაციოა, ორი თვე მინიმუმ არ იქნება, და არც ტრანსფერი შედგება ამის გამო.

  • M10 S9 D11
    schedule 17 ივლ 2021, 17:51

    რემზი არა რამზეს პირველი კიდე თუ გაცვლაა არტური გამოუშვან ისევ

  • Albicelecte
    schedule 17 ივლ 2021, 17:29

    ტრამვიანია აარონი, თორემ დაფიქრდებოდა კაცი

  • Anssumane
    schedule 17 ივლ 2021, 17:13

    რემზი არა კეტრინ ზეტა ჯონსი კიდე მაგას ისევ პიანიჩი ჯობია
    დადონ დელიჰტი და წაიყვანონ პიანიჩი თუარადა ააცვან მაგ სპაგეტი ჭამიებმა
    კიარი ვეტერანი კიელინი ბონუჩის დუეტი მარა ამ ევრომაც ნათლად დაგვანახა რომ დელიჰტს მინიმუმ ერთი მაქსიმუმ ორი სეზონი მოუწევს მათ დუბლიორად ყოფნა და არამგონია ეს ხიბლავდეს პლიუს ალეგრი დაბრუნდა რომელიც ორივე ზემოთხსენებულის ქომაგია

  • Wtf man1
    schedule 17 ივლ 2021, 17:11

    არტურში გაცვალონ ისევ

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 17 ივლ 2021, 15:57

    ბართომეუს ოჯახი მოვიკითხე 70 მილიონად როცა იყო არტური შეფასებული მაშინ გაეყიდა პიანიჩში რო გაცვალა ამ ¥ლემ ახლა პიანიჩსაც ტყუილად უხდიან ხელფასს და ვერც ყიდიან

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 17 ივლ 2021, 15:51

    ბენტანკური დადეთ და ეგაა

  • frenkie dejong21
    schedule 17 ივლ 2021, 15:19

    Ეს უვენტუსი მაგრად გვაგოიმებს ხოიციᲗ 😀

  • Clever liar
    schedule 17 ივლ 2021, 14:59

    ოხ სად დაგვასწრო პარმამ თორე ეგენი ბუფონასაც კი გადაგვიცვლინდნენ შტეგენში

  • Don_Andresito
    schedule 17 ივლ 2021, 14:18

    ციტატა: Griezzy7
    რათ გვინდა 😀 ვინმე ისეთი ნახევარმცველი მაინც გამოუშვან ვისაც ცოტა ექნება ხელფასი. ამასაც მოვიშორებდით და ფულსაც დავზოგავდით + ნახევარმცველს დავითრევდით


    ეგეთი ბენტაკურია მარა ანიელი არც ისეთი გოიმია როგორიც ბართომეუ, ახალგაზრდა ნახეარმცველი ბებერში რო გაცვალოს. ატლეტიკოს არ უნდა ნეტა პიანიჩი? დავუმატოთ კოუ და საულში გაგვიცვალონ 😀 იფ რას გაასწორებდა

  • nika 54
    schedule 17 ივლ 2021, 14:00

    მაგარი დაჩმორებულები ვყევართ, ისე რონალდუს ტრანსფერი გადადო ლაპორტამ?