ბრაზილიელი არტურის სანაცვლოდ შეძენილი მირალემ პიანიჩი “ბარსელონას” გეგმებში უკვე აღარ შედის. ბოსნიელმა ნახევარმცველმა შემადგენლობაში თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მისი ხელფასი კი საკმაოდ მაღალია და კლუბის ხელმძღვანელებისთვის ეს 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენების საფუძველი გახდა.
ესპანური Marca პიანიჩის ამჟამინდელ სატრანსფერო მდგომარეობაზე წერს.
მირალემისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად ტურინის “იუვენტუსი” იყო მიჩნეული, სადაც ის “ბარსელონაში” გადმოსვლამდე თამაშობდა, მაგრამ იტალიელები ინტერესს აღარ გამოხატავენ.
განიხილებოდა “რომას” ვარიანტიც, რომელიც ასევე პიანიჩის ყოფილი კლუბია, თუმცა, წყაროს ცნობით, თავდაპირველი ინტერესის მიუხედავად გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ტრანსფერზე უარს ამბობს. მიზეზი ფეხბურთელის მაღალი ხელფასია.
პიანიჩი წლიურად 15 მილიონ ევროს იღებს, მისი ტრანსფერის ღირებულება კი 45 მილიონი ევროა. “ბარსელონაში” ესმით, რომ ამ პირობების დაკმაყოფილების მოლოდინი არც ისე რეალურია, ამიტომ ცდილობენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რომელიმე კლუბთან იჯარა შეათანხმონ.




მაურინიოს ვაფშე რატო შესთავაზეს? ბარსად ეგ მესის წამყვანიც არაა
მოურინიო რო უარს იტყოდა, სულაც მომგებიან პირობებზე ბარსას წინააღმდეგ ხო იასნია. რაც მაგას ბარსამ დამართა რეალში, აქამდე ცოცხალი როგორ არის.
აი მაღალი ხელფასები როგორ გვიშლის ხელს ფეხბურთელების გაყიდვაში. ბართო დასახვრეტია