“ბარსელონა” “გრანადას” 20 წლის შემტევი ნახევარმცველის, ანტონიო არანდას შეძენასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელი სარეზერვო გუნდში იასპარეზებს. ამ ინფორმაციას Ideal de Granada ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ახალაზრდა ესპანელმა “გრანადასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. არანდა “ბარსასთან” 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ანტონიო ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ესპანელად მიიჩნევა. მას გასულ სეზონში “ნასრიდების” პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი და კოპა დელ რეიზე “სან ხუანთან” მოგებულ შეხვედრაში ასისტიც მიითვალა.

მიდით,რა იცით რა ხდება. სანამ რეალი არ მოსულა აზრზე.
შემტევი ნახ. მცველი თუ უნდოდათ მონჩუ რაღაზე გაუშვეს