ჟუნიორ ფირპოს გაყიდვის შემდეგ “ბარსელონაში” ერთადერთი მარცხენა მცველი ჟორდი ალბაა. რონალდ კუმანს გუნდში ესპანელის პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს, რის გამოც, სადავო საკითხია, თუ ვინ უნდა იყოს “ბარსას” სარეზერვო განაპირა მცველი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელ სპეციალისტს ახალი ფეხბურთელის დამატება ურჩევნია, თუმცა, ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, ეს რთული იქნება.
“ბლაუგრანას” პირველ გუნდში ამჟამად ალეხანდრო ბალდეც ვარჯიშობს, რომელიც პოზიციით მარცხენა მცველია, თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, კუმანს 17 წლის ფეხბურთელისთვის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება არ სურს.
აქედან გამომდინარე, დარჩენილ მოთამაშეთაგან, ჟორდი ალბას პოზიციის დაკავება სერჟინიო დესტსა და ემერსონს შეუძლიათ და, დიდი ალბათობით, მწვრთნელი როტაციაში სწორედ მათ გამოიყენებს.

დესტს დააყენებენ.
შეიძლება კუმანი მიხვდა, რომ პედრი ასე არ უნდა დაეტვირთა და არ უნდა ბალდესთანაც იგივე შეცდომა გაიმეოროს.
რეზერვისტობა ვერანაირად ვერ გადაღლის 17 წლის ბიჭს. ფსიქოლოგიას რაც შეეხება ზუსტად მაგისთვისაა მწვრთნელი
შეიძლება კუმანი მიხვდა, რომ პედრი ასე არ უნდა დაეტვირთა და არ უნდა ბალდესთანაც იგივე შეცდომა გაიმეოროს.
18 წლის პედრი მთელი სეზონი მოკლა და 17 წლის ბალდეს რეზერვისტობაა პასუხისმგებლობა?
ბალდეს თუ არ მიცა ცოტა წუთები თითო მატში ხო ვერ ათამაშდება არა?აბა სკამზე ჯდომით როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთელი,მწვრთნელის საქმე მხოლოდ ტაქტიკა არაა,ახალგაზრდებს ისე უნდა მიუდგეს რომ მერე მათი იმედი ქონდეს
დესტს კი შეუძლია მარცხნივ მარა ბალდემ დრო აუცილებლად უნდა მიიღოს, ისე ვან აანჰოლტია უფასო, თავისუფალი აგენტი, რობერტო რო გაეყიდათ შეიძლებოდა 1 წლიანით მოყვანა თუ ბალდე ვერ ივარგებდა მარა კუმანს არ სურს პასუხიმგებლობა დააკისროსო პედრის მორიბას მინგესას რო დააკისრა ბალდემ რა დააშავა. ამ სეზონში ნიკო, ბალდე დემირი კომასი ყველა უნდა დაიტესტოს
გაია მოიყვანონ. ბრაიტვაიტი უნდა ვალენსიას და არ იქნებოდა ურიგო ბარტერი
დესტი თავიდან კარგად გამოიყურებოდა მარცხნივ.ვნახოთ,ვნახოთ იქნებ მოიყვანონ ვინმე.
ხო არ უნდა ატლწტიკოს ფულის დამატება ხოდოა დაამატებინეთ მაგ საულს ლოდი და გაუცვალეთ გრიზმანში