საული-გრიზმანის გაცვლა ბოლო 2 დღეა ძალიან აქტუალური საკითხია. მხარეები გადაწყვეტ ეტაპზე არიან, ამ ტრანსფერზე კი ორივე ფეხბურთელი თანახმაა.
“ბარსელონას” სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ შეტევაში ბევრი ფეხბურთელი დაუგროვდა და ვინმეს წასვლა ლოგიკური იყო, თუმცა წამსვლელთა შორის გრიზმანის ხილვა მოულოდნელობა აღმოჩნდა. განსაკუთრებით, სანაკრებო თამაშების შემდეგ, სადაც ანტუანი მშვენიერ ფორმაში შევიდა.
ქვემოთ სამგვარი საფრთხე შეიძლება განვიხილოთ, რომელიც საული-გრიზმანის გაცვლის შემთხვევაში, შესაძლოა, “ბარსას” დაემუქროს.
კონკურენტის გაძლიერება
ანტუან გრიზმანის წასვლის მთავარი მიზეზი კატალონიელების სახელფასო ფონდის შემსუბუქებაა. სახელფასო ფონდის შემსუბუქებით ისინი ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას შეძლებენ.
ამ მიზეზის მიუხედავად, გრიზმანის “ატლეტიკოში” გაშვებით “ბარსა” უშუალო კონკურენტს საგრძნობლად გააძლიერებს. გასულ სეზონში სუარესის გაშვება “ბარსა” “ატლეტიკოსთვის” ტიტულის დათმობად დაუჯდა.
ანტუან გრიზმანს “როხიბლანკოსის” მაისურით ჩატარებულ 250 შეხვედრაში 133 გოლი აქვს გატანილი და 50 ასისტი შესრულებული. ფრანგი მადრიდელთა რიგებში უმაღლეს დონეზე თამაშს მიჩვეულია.
შეტევაში სიღრმის დაკარგვა
შეტევაში ფეხბურთელების სიმრავლის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ მარტინ ბრეითუეიტის წასვლაც მოსალოდნელია. დანიელს “ბარსელონა” 15 მილიონ ევროდ შეელევა. მარტინის გარდა, დემბელეს გამოჯანმრთელებას 4 თვე დასჭირდება. ტრავმამოშუშებული ანსუ ფატი რთულად პროგნოზირებადია, თუ როგორ ფორმაში იქნება. სეხიო აგუერო კი ბოლო წლებში “სიტის” რიგებში ბევრს აცდენდა.
აქედან გამომდინარე, კატალონიელებს წინ სტაბილურ დასაყრდენად მხოლოდ მემფის დეპაი და ლიონელ მესი რჩება. გრიზმანის წასვლით კი შეტევითი პოტენციალი აშკარად დასუსტდება.
საულის ადაპტაცია
საულ ნიგესი 26 წლისაა და ორიოდ წლის წინ ძალიან დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელი, შესაძლოა, კიდევ უფრო განვითარდეს კიდეც, მაგრამ მას “ბარსაში” გარკვეული დრო ადაპტაციისათვის დასჭირდება.
ნახევარდაცვაში მას დე იონგთან დუეტში თამაში და ასევე სერხიო ბუსკეტსის პოზიციის შეთავსებაც შეუძლია, მაგრამ ორივე მათგანი საკმაოდ დიდ წნეხსა და პასუხიმგებლობას ითვალისწინებს.
საულის მოსვლა კიდევ ერთი მიზეზითაა სარისკო, ბოლო წლებში “ბარსელონაში” მოსული ნახევარმცველებიდან მხოლოდ ფრენკი დე იონგმა გაამართლა.
მაგრამ კუმანის ხელში ეს შეუძლებელია! კუმანის ხელში იგროკების სტიმული და ფილოსოფია ძირსაა დაშვებული
ლაპო იასნია ამას ამჩნევს და იმედია როგორც დაუანონსა კუმანს, შემოდგომისთვის შეცვლის დიდი ალბათობით
კულეებო, ბარსას კარგი ტრენერი სჭირდება!
დემბოზე სერიოზულად ამბობ? როგორ უნდა აათამაშო ფეხბურთელი რომელიც სეზონის უმეტეს დროს ტრავმირებულია?
კაი მწვრთნელის ხელში, კოუს, დემბოსას და გრიზის სერიოზულად აათამაშებდა!
მაგრამ კუმანის ხელში ეს შეუძლებელია! კუმანის ხელში იგროკების სტიმული და ფილოსოფია ძირსაა დაშვებული
ლაპო იასნია ამას ამჩნევს და იმედია როგორც დაუანონსა კუმანს, შემოდგომისთვის შეცვლის დიდი ალბათობით
კულეებო, ბარსას კარგი ტრენერი სჭირდება!
ჩვენთან ისე მიდის საქმე, ისევ ლენგლე უმტიტის იმედზე გვტოვებენ და გააძლიერონ, ატლეტიკოს მაინც ვუბალეშიკებთ :))