“ბარსელონა” გუნდის დანიელ თავდამსხმელთან, მარტინ ბრეითუეიტთან განშორებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობთი, “ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ ბრეითუეიტს საბოლოოდ მომდევნო კვირაში დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, 30 წლის შემტევით დაინტერესებულია ინგლისის პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი – “ვესტ ჰემი”, “ნორვიჩი” და “ბრაიტონი”.
მარტინ ბრეითუეიტი “ბლაუგრანას” გასული წლის თებერვალში შეუერთდა. მან კატალონიურ გუნდში 53 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.




კატალონიური წყაროს ცნობთი, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ ბრეითუეიტს საბოლოოდ მომდევნო კვირაში დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებს.
რავი მე კი ძალიან მეეჭვება და რა ვიცი.
ჰე ბიჭო დროზე, სანამ გადაიფიქრეს
იდეაულური ფასია
15 მლნ საკაიფო მაყუთია,მცველი მოიყვანოს რა ლაპორტამ.სხვანაირად არ გამოვა ძალიან გაძლიერდნენ გუნდები.იუნაიტედი,პსჟ,აგერ ატლეტიკოს გრიზმანს ვაძლევთ და რავი.