ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში “ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის მომავლის შესახებ, არაერთმა ინფორმაციამ გაიჟღერა.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსას” 30 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს, თუმცა კლუბს შვებულებაში მყოფი გრიზმანისთვის ჯერ-ჯერობით არაფერი უცნობებია.
Sport-ის ინფორმაციით, ანტუანი გუნდს 20 ივლისს შეუერთდება და მისი მომავალიც სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა.
გრიზმანმა გასულ სეზონში თავი 20 გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა, რაც ნორმალური შედეგია და, ჩვეულებრივ სიტუაციაში, “ბარსა” მას არ გაყიდდა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის პირობებში, გუნდს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

არ უნდა გავუშვათ ეს არა
სალამი მეგობრებო, მომენატრეთ. ორი კვირა კოვიდმა მაყურყუტა საავადმყოფოში, იმედია კვლავ ერთად განვიხილავთ ჩვენი საყვარელი გუნდის საჭირბოროტო საკითხებს.