ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, რამონ როდრიგესი, იგივე “მონჩუ”, “გრანადასთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
წყაროს თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას” რიგებს უფასოდ დატოვებს, თუმცა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ასევე, “ბარსა” მოთამაშის მომავალი ტრანსფერიდან გარკვეულ წილს მიიღებს.
მონჩუმ 2020/21 წლების სეზონი იჯარით “ჟირონაში” გაატარა.

![რაფინია პსჟ-თან არ იქნება [ჟერარ რომერო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)