“ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდის, ჟუვენილ ა-ს ფეხბურთელი, ჟაუმე ჟარდი კარიერას მადრიდის “რეალში” განაგრძობს.
Sport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელმა “ბლანკოსთან” შეთანხმებას მიაღწია და მომდევნო სეზონების განმავლობაში “ბლაუგრანას” მოსისხლე მტრის შემადგენლობაში იასპარეზებს.
19 წლის თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში 2016 წელს “რეუსიდან” გადავიდა და 5 წლის განმავლობაში ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა. ჟარდი გუნდის ლიდერი და კაპიტანი გახლდათ და გასულ სეზონში “ბარსელონა ბ-ში” უნდა დაწინაურებულიყო, მაგრამ ახალგაზრდულ გუნდში დარჩა, სადაც მისი როლი შემცირდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელმა “ბლანკოსის” ყურადღება მიიპყრო.
ჟარდი “რეალ მადრიდ კასტილიაში” ითამაშებს, რომლის მწვრთნელიც რაულ გონსალესია.
ჟაუმე “ბარსას” ასაკობრივი გუნდების ერთადერთი კაპიტანი არაა, რომელმაც მიმდინარე ზაფხულში კლუბი დატოვა – ცოტა ხნის წინ, 19 წლის ცენტრალური მცველი, ჟოზე მარსა ლისაბონის “სპორტინგს” შეუერთდა.




19 წლის ფეხბურთელი რომ სარეზერვოში ვერ წინაურდები, მაქსიმუმ კომპოსტელასთვის ხარ განწირული და სპორცმენმა რახან რეალისგან მიიღო ფეხბურთელად მეორედ დაბადების შანსი, ამიტომ მისი ნაბიჯი სპორტულ ასპექტში ლოგიკურია :)) აბა არსენალი და სევილია მაგას არ მიიწვევდა და ყოფილი გუნდის პატივისცემის გამო იუნიორრბში 40 წლამდე ხოარ ითამაშებდა 😀
Bozi
ყველაზე მთავარი ერთგულება და საკუთარი გუნდის პატივისცემა ვერ უსწავლია და სადაც უნდა იქ წავიდეს. პირველ გუნდში ყველა ვერ ითამაშებს მარა თავმოყვარეობა ყველამ უნდა შეინარჩუნოს.