workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოპა ამერიკას ფინალზე მაყურებლები დაიშვებიან

კოპა ამერიკას ფინალზე მაყურებლები დაიშვებიან

რიო დე ჟანეიროს მერიის გადაწყვეტილებით, კოპა ამერიკას ფინალისთვის “მარაკანას” ტრიბუნებზე გულშემატკივართა 10%-ის შეკრება იქნება ნებადართული. 

ტურნირის მიმდინარეობისას ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა შეხვედრაზე მაყურებლები დაიშვებიან – პანდემიის პირობებში ბრაზილია გათამაშებას დახურულ კარს მიღმა მასპინძლობს. 

სამხრეთ ამერიკის მთავარი სანაკრებო შეჯიბრის ფინალი თბილისის დროით 11 ივლისს, 04:00 საათზე დაიწყება. რიოში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება: შთამბეჭდავი ტურნირის შემდეგ არგენტინელი პირველი დიდი სანაკრებო ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • Kolxi
    schedule 09 ივლ 2021, 21:36

    ჯერ მსოფლიოს ნახევარფინალში თან სახლში 1-7 გამოიღონ და მერე დასცინონ სხვას

  • Nikabedinadze
    schedule 09 ივლ 2021, 21:02

    ციტატა: me da barca
    ბრაზილიის ქვეყნის პრეზიდენტმა 5:0 იწინასწარმეტყველა და ეს საკმაოდ დამამცირებელი ტონით აღნიშნა.
    ზუსტად ამ სიტყვებმა უნდა დამუხტოს მთელი გუნდი. სული და გული უნდა ჩადონ და წერტილი დაუსვან დაცინვას, რაც წლებია ამათგან მოდის.


    მაგაზე მეტი რაღა უნდათ არგენტინელებს

  • me da barca
    schedule 09 ივლ 2021, 20:04

    ბრაზილიის ქვეყნის პრეზიდენტმა 5:0 იწინასწარმეტყველა და ეს საკმაოდ დამამცირებელი ტონით აღნიშნა.
    ზუსტად ამ სიტყვებმა უნდა დამუხტოს მთელი გუნდი. სული და გული უნდა ჩადონ და წერტილი დაუსვან დაცინვას, რაც წლებია ამათგან მოდის.

  • El pistolero 9
    schedule 09 ივლ 2021, 19:57

    წინ ალბისელესტე!!!