L’ÉQUIPE-ინფორმაციით, ლეო მესი “ბარსელონაში” დარჩენის სანაცვლოდ განახევრებულ ხელფასსაც კი დათანხმდა, თუმცა კატალონიელების გადატვირთული სახელფასო ფონდი ამ ხელშეკრულების გაფორმების საშუალებასაც არ იძლევა.
მესის კონტრაქტთან შექმნილი პრობლემის შესახებ ლა ლიგის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ტებასის თქმით, “ბარსელონა” ჯერ საჭირო ფინანსურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ლეოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ჭიანურდება.
ახლახანს კი ჟოან ლაპორტამ და რონალდ კუმანმა საერთო შეხვედრაზე ჟურნალისტებს მოკლედ უპასუხეს და სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მესის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიჩქარე არ შეიძლება.
კატალონიელები ფეხბურთელების გასხვისებით სწორედ სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებას ცდილობენ. ბოლო “ბლაუგრანელი”, რომელიც გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის კარლეს ალენიაა. ის სულ მალე “ხეტაფეში” სრულფასოვანი ტრანსფერით გადავა.



ეს ხურდა არაფერს ნიშნავს სახელფასო ჭერისთვის. მინიმუმ 2 მაღალხელფასიანი უნდა მოტეხოს ლაპორტამ. პიანიჩი, კოუ, უმტიტი. დემბელე ხომ შეგვეტენა ეს გონებაჩლუნგი. თუ გრიზმანიც დაიკლებს კარგი იქნება, არადა რასაც იღებს იმის ნახევარს მაინც აკეთებდეს.
ფიფა მენეჯერს ვთამაშობ და ვერაფრით ვერ ვყრი ხალხს გუნდიდან, ეხლა ვხვდები რა დღეშიცაა სინამდვილეშიც ბარსელონა
ლა ლიგას ეს კანონი ადრე უნდა მიეღო, და საერთოდ უეფას უნდა ქონდეს ეს წესი,როგორც ნბას და ნხლში არის, სახელფასო ლიმიტი, გინდა ერთ კაცს მიეცი მთელი რესურსი,დანარჩენი უფასოდ,ანდა გადანაწილე, ამ სისტემის აღარ მოხდება ერთ გუნდში ბევრი სუპერვარსკვლავი, სანახაობრივად უკეთესი იქნება.
მაინც მოუძებნიან მიზეზს , კიდევ უნდა დაიკლოსო ! აბა რაა , ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა , სრულიად უფასოდ უნდა ითამაშოს გუნდში , სადაც მისი კონტრაქტების წყალობით , უსაქმურთა გუნდი (საფეხბურთო პლანქტონები) , მილიონებს იღებენ ხელფასს და რა გიჟები არიან წავიდნენ ? სწორს აკეთებს ლეო , ლაპორტა თუ ვერ შეძლებს ამ ბალასტის მოშორებას , მე პირადად ვერ დავადანაშაულებ მესი თუ წავა .
დროულად რო გაეხანგრხლივებინა კოპამდე ამდენი ტვინის ტყ*ნა ხო არ გახდებოდა საჭირო მარა ესეც კაი კარგ მო*ყნულია
ალენიების აკიემეების ტოდიბოების და ფირპოების წასვლა არაფერს იძლევა, ხურდებს ვიღებთ, სახელფასო ჭერი უცვლელია, ტრინკაოც კი წავიდა მარა განა რამდენი ექნებოდა ხელფასი. 3 ბომბია საჭირო, 3 კაცის მოშორება, პიანიჩი კოუ და უმტიტი. იმენა ერთ კაი ტრანსფერს აჯობებდა მაგათი წასვლა. კოუ რო ხელფასს გაინახევრებდეს და ლივესთვის არ იყოს მისაცემი ამხელა ბონუსი კიდე დატოვებდა კაცი, ხანდახან მაინც გაისვრის ხოლმე მარა დიდი ხარჯია მაგის დატოვება. პიანიჩი და უმტიტი, ასევე რობერტოც საერთოდ გამოუყენებლები არიან. ეგ სამი უნდა წავიდეს. კოუზე ვნახოთ ჯერ როგორ ფორმაში იქნება, თუ ეგეც წავიდა მერე ნახევარმცველი დაგვჭირდება, პედრის კონკურენტიც რო იყოს და სხვვებისაც
ბართუმეუს დებილი სატრანსფერო პოლიტიკა სახეზე გვაქვს, ფუი შენი,
უმტიტი და დემბელე არ მიდიან ცოცხალი თავით კოუტინიოს ვერ ვყიდით და რა ქნას ამ ლაპორტამ? გაუწყვიტონ კონტრაქტები მარა მაგათ კომპენსაციას რა გადაიხდის მერე
გენაცვალე ლომოოო <3 <3 <3