“ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს მომავალი მალე გაირკვევა.
Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში მალე ჩავა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი განიხილონ.
წყაროში ცნობით, დიდი ალბათობით, კოუტინიოსა და “ბლაუგრანას” გზები გაიყრება.
ბრაზილიელს გასული სეზონი, ტრავმის გამო, თითქმის მთლიანად გაუცდა. “ბარსა” მის გაყიდვას სახელფასო ფონდის შემცირების მიზნით აპირებს.
იმენა ვერ მოვიშორეთ ხლამი იმხელა ხელფასები დაუნიშნა ბართომეუმ ვერ ვყიდით
გაიყრება კარგია, თუ მსურველი არ გამოჩნდა რას უპირებთ?!
ნეტუ, რობერტო, ლენგლე, უმტიტი, პიანიჩი, კოუტინიო, დემბელე, ბრაიტვაიტი. პლუს განათხოვრებულები. ესენი უნდა წავიდნენ გუნდიდან.
https://youtu.be/GbfVgE8sXF4

ესე არიან ეს, უმთითი,ლენგლე და დემბელე
ბოლოს რასაც აკეთებენ განსაკუთრებით