workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Athletic | ფირპო ლიდსში გადასვლასთან ახლოსაა

Athletic | ფირპო ლიდსში გადასვლასთან ახლოსაა

ჟუნიორ ფირპოს პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უკვე ძალიან ხშირად იწერება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ მისი წასვლის საკითხი ძალიან აქტუალური იყო და როგორც ჩანს, ბრაზილიელი მომდევნო კვირაში ინგლისში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, “ლიდს იუნაიტედის” წევრი უკვე ოფიციალურად გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Athletic ავრცელებს.

ფირპო “ბარსამ” 2019 წლის ზაფხულში ბეტისიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მოსალოდნელი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად კი 15 მილიონი სახელდება. ნელსონ სემედუს “ვულვზში” გადასვლის შემდეგ, ფირპო ბოლო პერიოდში უკვე მეორე “ბლაუგრანელი” იქნება, რომელიც კარიერას პრემიერ ლიგის მეორე ეშელონის გუნდში განაგრძობს. 

ჟუნიორმა გასულ სეზონში მოედანზე ძალიან მცირე დრო გაატარა, მან მონაწილეობა მხოლოდ 18 თამაშში და იქაც ლიმიტირებული დროით მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 01 ივლ 2021, 17:47

    ბართო ალბათ 1,5 ან 2 მილიონად გაყიდდა.

  • Ronaldinho..
    schedule 01 ივლ 2021, 09:26

    ზედ გამოჭრილი პრემიერ ლიგის პროდუქტია))
    დაჟე სემედოზე მეტად შეიძლება გაამარლოს:)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 01 ივლ 2021, 03:34

    18 მილიონი დაუჯდა კლუბს და არა 25

  • El pistolero 9
    schedule 01 ივლ 2021, 03:24

    Albicelecte,
    ისე ეგ არაა ცუდი იდეა. როგორც ალაბას შემთხვევაში ქნა ბაიერნმა ისე რო ექნათ ამათაც

  • Albicelecte
    schedule 01 ივლ 2021, 02:14

    ნუ ვიდზე კი გავს ბრაზილიელს ავტორო, მაგრამ ესპანელია, დომინიკური წარმომავლობით, ნაკრებშიც აქვს ნათამაშები
    1.84 სიმაღლის საკმაოდ სწრაფი ცაცია მცველი ხომ არის?! ჭკვიანი მწვრთნელი გადმოწევდა ცენტრში და ლენგლე-უმთითის ააცმევინებდა, მაგრამ ამას ხომ უნდა მოხერხება?!

  • C.PC5
    schedule 01 ივლ 2021, 00:46

    კი მოუხდება პრემიერ ლიგა ამას, სირბილი არ ეზარება და ცხენებს კი იყენებენ იქ კარგად😊 ორთაბრძოლებიც არ უჭირს, სავარაუდოდ გაამართლებს ლიდსში.