“მანჩესტერ სიტის” ესპანელი მცველის, აიმერიკ ლაპორტის “ბარსელონაში” გადმოსვლა არც ისე რეალურია, როგორც აქამდე ჩანდა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ 27 წლის ფეხბურთელი “სიტიში” თავისი ყოფით უკმაყოფილოა და მას კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების პერსპექტივა ხიბლავს. ასევე ცნობილია, რომ “ბლაუგრანა” ფეხბურთელის სერჟი რობერტოში გაცვლას გეგმავს. ამ გარიგების წინააღმდეგი არც “სიტი” უნდა იყოს, რადგან ლაპორტი გვარდიოლას ნომერ პირველი რჩეული ნამდვილად არაა და გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქალაქელებმა” თვალი სერჟი რობერტოს დაადგეს.
Sport-ის ცნობით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბასკი ცენტრალური მცველის “ბარსელონაში” გადმოსვლის შანსი მაინც მცირეა. მაღალი დონის უკანახაზელის დასამატებლად კატალონიელებს როგორც სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს, ასევე თავდამსხმელების გაყიდვა მოუწევთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც აიმერიკი “ბლაუგრანას” მთავარი პრიორიტეტი არაა. ესპანური გუნდი უპირატესობას უფრო ახალგაზრდა და მაღალი დონის ფეხბურთელს ანიჭებს.
აქამდე გავრცელებული ცნობებით “ბარსას” ერთ-ერთი სამიზნე “ვილიარეალის” 24 წლის მცველი პაუ ტორესია. ისიც, ლაპორტის მსგავსად, ცაციაა. სწორედ მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაა გუნდში პრობლემური, რადგან “ბარსა” უმტიტიზე იმედებს აღარ ამყარებს და მზადაა წინადადებები ლანგლეზეც მოისმინოს.

ღმერთო დახურე რა ეს სატრანსფერუ ფანჯარა, ამდენი ჭორის მოსმენა უკვე აუტანელია.
პაუ ტორესიც მშვენიერია ვინ მოგცემს ტორე 5 წელი არაა ცოტა სხვაობა არც რამით ნაკლებია ლაპორტზე პაუ
არ არის და ნუ არის შკრინიარი კუნდე რომერო რამდენი კაი მცველია მოიყვანონ რომელიმე
ისედაც არ მომწონდა მეორე ლენგლე გაიჩითებოდა ამას პაუ ტორესი ან კუნდე სჯობს ათასი თავით
კი მაგრამ რა გახდა, ფრანგების გარდა სხვა მცველებს ვერ ამჩნევენ? -_- ვინც კი მოვიყვანეთ ფრანგი უმტიტიდან დაწყებული გრიზმანით დამთავრებული ყველამ ჩაისვარა ,გაავსეს ფრანგებით გუნდი და არაფერი შედეგიც არაა, ნაკრებში თავს იგიჟებენ და აქ ჰკიდიათ
ძაან კაი ვაფშე არ მომწონს.დე ლიხტს არავინ გამოგვატანს არამგონია ეგეთი ქლიავი იყოს ალეგრი და პაუზე ჩაილიჩი შეიძლებააა.