21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო “ბარსელონას” საკუთრება აღარაა. ფრანგულმა “ნიცამ” ფეხბურთელი გამოისყიდა.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით “ნიცამ” ტოდიბოს 8.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება გამოიყენა. გარიგება ბონუსების სახით კიდევ 7 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს. გარდა ამისა “ბარსელონას” ტოდიბოს მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული წილი შეხვდება.
ჟან-კლერ ტოდიბო “ბარსელონას” 2019 წლის იანვარში “ტულუზიდან” 1 მილიონ ევროდ შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” მაისურით მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. გასული 2.5 წლის განმავლობაში ის “შალკეში”, “ბენფიკასა” და “ნიცაში” იყო განათხოვრებული.




განაგრძეთ ამ ტემპში.
ესეც საქმეა. ამან გზა გაუკვალა და იმედია სხვებიც მიყვებიან.
ჰო, მაგრამ ფეხბურთი ხომ მხოლოდ ჯანი არაა
ტიპიური მუტრუკი ბრძანდება, რომელიც შეიძლება კარგ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს თუ გაუმართლა
გარსია უფრო მეიმედება
არაუხოს საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მთავარია ტრამვები არ გაიმიზეზდეს
არადა ამის და არაუხოს დუეტს მეორე სართულზე და ჯანში ვერავინ აჯობებდა
18+25+36+135+145=359 მილიონი!!!!! აქვს ბარსელონას ბრეიტვეიტი უმტიტი ლენგლე დემბელე კოუტინიოს ტრანსფერებში გადახდილი.დღეს კი ამათი სატრანფერო ფასი ტრანსფერმარკეტზე 9+8+25+50+30=122 მილიონიაა!!!
(აღარაფერს ვამბობ გრიზმანის და პიანიჩის ტრანსფერებზე)
ამას პლიუს ემატება კორონას პანდემიით გამოწვეული ზარალი და პლიუს უზარმაზარი ხელფასები რომლებიც იმ ხუთეულს აქვს და თან ცუდი ის არის, რომ ბრეიტვეიტის ფასი განახევრდა და უნდა ილოცოს კლუბმა რომ 10 მილიონად გაყიდოს პლიუს უმტიტს უზარმაზარი ხელფასი აქვს ფაქტობრივად სულ ტრავმიანობს და დღეს წავიკითხე კონტრაქტის გაწყვეტასაც კი ცდილობსო კლუბი რაც 20 მილიონამდე ზარალს ნიშნავს,ასევე ლენგლე რომელიც უაზროდ ცუდ ფორმაშია და ბევრჯერ მის გამო დავიღუპეთ და დემბელე, რომელსაც საფეხბურთო ინტელექტი საერთოოდ არ გააჩნიაა ეგ ბიჭი ცალკე ფენომენიაა,ადამიანი რომელშიც 135 მილიონი გადაიხადა კლუბმა და რითი განსხვავდება ვილიარეალის რომელიმე ფეხბურთელისგან ვერ ვხვდებით მათი ინტელექტი ან მონდომება მაინც ჰქონდეს… და კოუტინიო რომლითაც უზარმაზარი ზარალი მიიყენეა კლუბმა აიიი ეს კრიზისი აქვს კლუბს, რომლის დაძლევის გზებს მე ვერ ვნახულობ და ლაპორტა მჯერა, რომ ნახავს ოღონდ იმედია რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად გადაატანინებს ამას კლუბს ხოდა არვიცი იმედია რამე შეიცვლება
15 მილიონი ავიღეთ ისეთ ფეხბურთელში რომელსიც არაფერში გვჭირდება, კარგია. ახლა რობერტოში ლენგლეში და ბრეითვეითშიც იქნება აიღონ 20-20 მილიონი და მაგ ფულით ერთი კარგი ცენტრალური მცველი მოვა. დემბელე, უმტიტი და კოუტინიო შეგვეტენა სამწუხაროდ.
ამის ხილვა საერთოდ არ მინდოდა და კარგია რომ გაყიდეს წუწუნა ბავშვივით იქცეოდა იმის ნაცვლად რომ დამტკიცება ეცადა რომ იმსახურებდა დროს…
ეს არ იყო გასაშვები ეს და არაუხო ერთად იქნებოდა საუკეთესო
გაყიდვები დაიწყო კარგაიაა…