“ბარსელონა” 2021/22 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს იერუსალიმში ჩაატარებს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსა” პრესეზონზე ისრაელის დედაქალაქში გაემგზავრება და ამხანაგურად ადგილობრივ “ბეითარს” დაუპირისპირდება, რომელსაც რონალდ კუმანის ძმა ერვინ კუმანი წვრთნის.
აქამდე გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანა” ამხანაგური შეხვედრის გამართვას თელ-ავივში “ვილიარეალთან” აპირებდა. თუმცა, როგორც MD იტყობინება, გეგმები შეიცვალა და კატალონიელები “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” თამაშის ნაცვლად, იერუსალიმში “ბეითარს” შეხვდებიან.


ალბათ მეტს გვიხდიან.
ზოგადად რაც ნაკლებს იბორიალებენ ზაფხულში უკეთესია
მაგათ მაინც მოვუგებთ.