workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტუმრად გატანილი გოლის წესი ესპანეთის თასზეც გაუქმდა

სტუმრად გატანილი გოლის წესი ესპანეთის თასზეც გაუქმდა

UEFA-ს ტურნირების მსგავსად, 2021/22 წლების სეზონიდან სტუმრად გატანილი გოლის წესი არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე იმოქმედებს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” ცვლილება ჩემპიონთა ლიგის გარდა კოპა დელ რეიზეც შეეხება. 

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ბოლო 2 სეზონში ორმატჩიანი დაპირისპირება მხოლოდ ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა. წინა სეზონში, “ბარსას” სტუმრად გატანილი გოლის წესი კინაღამ შეეხო – კატალონიელებმა სტუმრად “სევილიასთან” 0-2 წააგეს, “კამპ ნოუზე” განმეორებითი მატჩი კი დამატებით დროში გადაიყვანეს და 3-0 გაიმარჯვეს. დარჩენილ დროში სევილიელებს ერთი გოლიც რომ გაეტანათ, ფინალში სწორედ ისინი გავიდოდნენ, მომავალში კი მსგავსი რამ აღარ მოხდება. 

დიდი ალბათობით, ახალი წესი მალე კიდევ ბევრ ტურნირზე დამკვიდრდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 26 ივნ 2021, 15:34

    მე მგონი ასე ჯობია, რომა მაინც არ გამოგვაგდებდა დამატებითის გარეშე.

  • Joakim Brodén
    schedule 25 ივნ 2021, 23:51

    ციტატა: CHEPE
    ნეტალ ლალიგაში ურთიერთშეხვედრები არ წყვეტდეს კიდე😜😁😁 დაენძრეოდა ბარეორს ბარსასთან თუ თანაბარი ქულა ექნებოდა😁😁😁


    ურთიერთშეხვედრებია ყველაზე ობიექტური და სამართლიანი გზა ჩემპიონის გამოსავლენად, თუ რამის ტრაკი აქვს გუნდს ზუსტად უშუალო კონკურენტებთან შეხვედრებში უნდა დაამტკიცოს

  • Joakim Brodén
    schedule 25 ივნ 2021, 22:24

    ციტატა: DE PE FA
    საწყენად ნუ მიიღებ და ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრიოს სურათი და ნიკი გაქ😁შეცვლაზე არ დაფიქრებულხარ


    :დდდდდ
    არ შეცვლის, მემგონი დემბელეს ქრაშავს

  • El pistolero 9
    schedule 25 ივნ 2021, 22:07

    ციტატა: C.PC5
    სევილია რომ დავასამარეთ ეგ თამაში ყველაზე კაი იყო გასულ სეზონში🙏❤️მასე რომ თამაშობდნენ ყველა თამაშს კიაღარ გავჭაღრდევოდით ამდენი ხალხი😏


    სოსიედადი ჯობდა

  • DE PE FA
    schedule 25 ივნ 2021, 21:41

    გარკვეულ წილად ამ წესმაც იმოქმედა რობერტოს ამ დრომდე ბარსელონაში ყოფნა🙃

    ციტატა: M10 S9 D11
    ძალიან კაი სამუდამოდ უნდა დასამარდეს ავტობუსა ტაქტიკა


    საწყენად ნუ მიიღებ და ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრიოს სურათი და ნიკი გაქ😁შეცვლაზე არ დაფიქრებულხარ?

  • M10 S9 D11
    schedule 25 ივნ 2021, 21:33

    ძალიან კაი სამუდამოდ უნდა დასამარდეს ავტობუსა ტაქტიკა

  • C.PC5
    schedule 25 ივნ 2021, 20:11

    სევილია რომ დავასამარეთ ეგ თამაში ყველაზე კაი იყო გასულ სეზონში🙏❤️მასე რომ თამაშობდნენ ყველა თამაშს კიაღარ გავჭაღრდევოდით ამდენი ხალხი😏

  • Albicelecte
    schedule 25 ივნ 2021, 19:41

    შემტევი გუნდები იზემებენ ამით, მაგრად მაინტერესებს, ჩოლო და მოურინიო რა ხასიათზე დადგებიან?!