რიკი პუჩისთვის “ბარსელონაში” დარჩენა ძალიან პრიორიტეტულია, თუმცა კლუბს სურს, რომ მას განვითარებისთვის საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდეს.
Sport-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბებიდან ხშირია საიჯარო შემოთავაზებები, მაგრამ ამაზე ფეხბურთელისა და “ბარსას” პასუხი ჯერ გარკვეული არაა. მომავალ კვირას ფეხბურთელი და “ბარსელონას” წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან, სწორედ აღნიშნულ დღეს გაირკვევა რიკის მომავალი.
რონალდ კუმანის მწვრთნელობის პირველ სეზონში პუჩმა ლიმიტირებული სათამაშო დრო მიიღო. ახალგაზრდა მოთამაშე ძირითადად კოპა დელ რეისა და სუპერთასზე თამაშობდა. ახალ სეზონშიც ამავე რაოდენობის სათამაშო დრო მის კარიერულ განვითარებაზე პოზიტიურად ნამდვილად არ იმოქმედებს. შესაბამისად, იჯარით წასვლაზე ფიქრი რელევანტური იქნებოდა.
21 წლის ესპანელის გადაბირებას 4 პრემიერ ლიგური გუნდი ცდილობს. გუნდების ვინაობა უფრო კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა რამდენიმე კვირის წინ “არსენალის” ინტერესზე ესპანურ-კატალონიური გამოცემები აქტიურად წერდნენ.

იჯარით წასვლაზე ფიქრი რელევანტური იქნებოდა.
როგორ მაინტერესებს, ეს უცხოური სიტყვების ჩასმა ტექსტში აუცილებელია? ვის ვეპრანჭებით და იქნებ ამიხსნათ "რელევანტური ფიქრი" რას ნიშნავს.
აქვს ხასიათში რაღაც განსხვავებული, არაორდინალური, შემოქმედებითი
ფიზიკურად მოძლიერედება უფრო, მოძლიერებაში "ადამა ტრაორეობას" არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა
არც ჩავი არ იყო "ბაკლანი" მაგრამ მოედანზე 90 წუთი მოტორივით მუშაობდა
ლაპორტას უკანონო შვილია რიკი და ამას არსად გაუშვებს😁მოვიდა თუ არა სათავეში ლაპორტა რიკის სათამაშო დრო გაეზარდა😀
ამას ლაპორტა იცავს არსად არ წავა და უნდა ათამაშოს იმ ხისთავიანმა ბულდოგმა,70 წუთი პედრი 30 წუთი პუჩი ან რამე მსგავსი.
უნდა დარჩეს რათმაუნდა.
ტიპი ოცნებობს, რომ 11 კატალონიელით და კიდევ შეცვლაზე 5 ლა მასიელით სანტიაგო ბერნაბეუ აიღოს, გადაწვას, გადაბუგოს და მადრიდში ლურჯ-ყვითელი დროშა ააფრიალოს
კარგი, დაჯექი, 10-იანი
აქ კუმანი არ ათამაშებს მარა იქ ერთხელაც რომ შეუშვან მოედანზე დაიბრიდება. მეტი დრო სჭირდება თორე ძაან კაი ბიჭია, ჭკუსიკოლოფა არაა მარა მუხტის შემოტანა შეუძლია, მიკრო აფეთქებები აქვს და რაღაცნაირად ახალისებს თამაშს. ბულდოგას რომ ტვინი ქონდეს უკეთესად შეიძლება ამ ბიჭის გამოყენება, მაგრამ არაა პრობლემა ლაპო მოაყვინიებს😂😏
ჯობია იჯარით გაუშვან არ ათამაშებს ეს ხის თავიანი კუმანი
ამოჩემებული ყავს ამ ნაბოზვარს
ლაპორტა გაიგიჟებს თავს და არ გაუშვებს

ტიპი ოცნებობს, რომ 11 კატალონიელით და კიდევ შეცვლაზე 5 ლა მასიელით სანტიაგო ბერნაბეუ აიღოს, გადაწვას, გადაბუგოს და მადრიდში ლურჯ-ყვითელი დროშა ააფრიალოს
ამას ლაპორტა არ გაყიდის
გააიჯარეთ