დასრულდა დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა. ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე მასპინძელმა ნიდერლანდებმა ავსტრია ანგარიშით 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.
ამ გამარჯვებით ნარინჯისფრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
შეხვედრაში ანგარიში პოტენციურად “ბლაუგრანელმა” მემფის დეპაიმ გახსნა. მან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბახმანს აუღებელი დაურტყა და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ აქტივში პირველი გოლიც ჩაიწერა. მიუხედავად გატანილი გოლისა, მემფის დეპაის კარგი თამაში მაინც არ ჰქონია, ბევრ შემთხვევაში თამაშს საკუთარ თავზე იღებდა, რამაც არ გაამართლა. მან ერთ ეპიზოდში ძალიან რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი ფაქტობრივად დაუცველ კარში ვერ გადაგზავნა. მთავარმა მწვრთნელმა მემფისი შეხვედრის მიწურულს, 81-ე წუთზე შეცვალა.
მეორე გოლი დენზელ დუმფრისის ანგარიშზეა, პენალტიც სწორედ მარცხენა მაცველმა მოიპოვა.
ფრენკი დე იონგმა უკრაინასთან შეხვედრის მსგავსად, დღესაც სრულად ითამაშა. ნახევარდაცვის ხაზში ყველაზე მეტად სწორედ ის ჩანდა, მას დრიბლინგის 7 მცდელობა ჰქონდა და აქედან 5 წარმატებული აღმოჩნდა.

შეხვედრაში ანგარიში პოტენციურად "ბლაუგრანელმა" მემფის დეპაიმ გახსნა.
ადრე ფაქტიურად "ბლაუგრანელს" წერდით.
ამ ორ სიტვას შორის დიდი განსხვავებაა და ეს ვეინალდუმმაც დაგვიდასტურა.
მააგათ კომენტარებს ნუ აქცევ ყურადღებას. დემბელე რო ორ გოლს გაიტანს ზედიზედ ისევ სჯერათ დემბელესი 🙁
სად ნახეთ დემბელეს ორი გოლი ზედიზედ, ნამეტანს ხო არ აქებთ.
მარჯვენა მცველს ვეძებდით ამდენია ხანია და ნეტავ ამ დუმფრიზის თამაში დაუმალეს ჩვენ სკაუტებს თუ ბრმები გვყავს აყვანილი ? რა დესტი , დაფრინავს ტიპი თავის ფლანგზე , დაცვაშიც თამაშობს და შეტევაშიც და ბურთთანაც ეტყობა ახლო ნათესავობა . მერე გვიკვირს რატო ვერ ვიგებთ ტურნირებს .
მემფისი დემბელეზე გაცილებით მეტს შეძლებს ბარსასთვის, კაი რაა, მეორე გოლის დრო იმ პასს კლასი არ ჭირდებოდა? რანაირად აზროვნებს ხალხი.