ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა და როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონა” “რეალზე” ბევრად ძლიერი გამოდგა.
ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ბარსამ” მადრიდული გუნდი ორივე მატჩში კითვის ნიშნების გარეშე დაამარცხა, განსაკუთრებით დღეს – 92-73. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპზე ერთადერთი გუნდი, რომელმაც “ბარსელონას” ვერცერთი თამაში ვერ მოუგო, სწორედ “რეალია”.
დღეს “ბლაუგრანამ” ოთხიდან პირველი 3 მეოთხედი მოიგო – 26-15, 22-15 და 29-25, რის წყალობითაც ჩემპიონატის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა. ბოლო მეოთხედში “რეალმა” 18-15 იმარჯვა, მაგრამ საერთო ჯამში გამანადგურებელი ანგარიში მაინც კატალონიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა – 92-73.
მატჩში საუკეთესო “რეალის” ყოფილი კალათბურთელი ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც მადრიდულ გუნდს 27 ქულა ჩაუგდო.
დღევანდელი მოგებით “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო გუნდის სტატუსი გაიმყარა. კატალონიელებს ეს ტურნირი უკვე 16-ჯერ აქვთ მოგებული, მე-2 ადგილზე კი, 13 ტიტულით, “რეალია”.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა.
🔝🏆 𝘽𝙀𝙉 𝘼𝙈𝙐𝙉𝙏 𝙋𝙄𝙀𝙍𝙍𝙀, 𝘽𝙀𝙉 𝘼𝙈𝙐𝙉𝙏!!!
🔵🔴#ForçaBarça! pic.twitter.com/1VWNuBgXbo
— Barça Basket (@FCBbasket) June 15, 2021



გამიხარდა .ძაან მაგარი ამბავია
მოკლედ ყველა გაჩემპიონდა ბარსელონაში იმენა ვაჟი ფეხბურთელების გარდა
ისე 41 წლის გასოლმა იფრინა…ბრავო.
ევროლიგაც რომ მიეყოლებინათ, კანფეტი იქნებოდა.
ვუყურე და იხ*არეს რეალი რასაც ქვია.
ლაპორტაც კმაყოფილი იყო.
გაგიკვირდებათ და მიროტიჩი ბართომეუს ტრანსფერია