workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემერიკ ლაპორტს “სიტიდან” წასვლა უნდა

ემერიკ ლაპორტს “სიტიდან” წასვლა უნდა

The Athletic-ის ჟურნალისტის, სემ ლის ინფორმაციით, ემერიკ ლაპორტს კარიერის ესპანეთში გაგრძელების იდეა ხიბლავს. “მანჩესტერ სიტის” ცენტრალურმა მცველმა კლუბს წასვლის სურვილის შესახებ ჯერ კიდევ 6 თვის წინ აცნობა, “სიტის” ხელმძღვანელები კი მის გაშვებას დათანხმდებიან, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებენ. 

“ბარსელონას” მხრიდან ლაპორტით დაინტერესების შესახებ ბოლო დღეებში ხშირად იწერება. კატალონიელები დაცვის გაძლიერებას გეგმავენ, ემერიკი კი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატია. 

ლაპორტმა კარიერის საწყისი ეტაპი ბილბაოს “ატლეტიკში” გაატარა, “სიტის” კი 2018 წელს შეუერთდა. ინგლისურ კლუბში მის ანგარიშზე 111 მატჩი და 8 გოლია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 14 ივნ 2021, 15:11

    ციტატა: nika 54
    "სიტის" ხელმძღვანელები მის გაშვებას დათანხმდებიან, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებენ".
    საინტერესოა, ეს კარგი შეთავაზება რამდენია.


    ნუუ არც ისე ბევრი, 100 ლიმონად შეელევიან გვარდის ხათრით. bowtie

  • El pistolero 9
    schedule 13 ივნ 2021, 23:57

    M10 S9 D11,
    ვფიქრობ მაგარი ბარტერი იქნება

  • რივალდო-მესი
    schedule 13 ივნ 2021, 18:29

    ჩვენი დაცვის ფონზე მალდინი და ბარეზი ერთად არის ლაპორტი. თუმცა სიტის სათადარიგო მცველი რომ ბარსელონასთვის მალდინია ზუსტად ასახავს ბარსელონას მდგომარეობას.

  • Don_Andresito
    schedule 13 ივნ 2021, 17:53

    ციტატა: nika 54
    "სიტის" ხელმძღვანელები მის გაშვებას დათანხმდებიან, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებენ".
    საინტერესოა, ეს კარგი შეთავაზება რამდენია.


    50 ალბათ მინინუმ. ან 30 და რობერტო. ლენგლეს წათრევა არ უნდა. უმტიტი კიდე პეპს არ ენდომება მაგათ ვერ ჩავრთავთ ტრანსფერში

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივნ 2021, 17:25

    რობერტო ხო უნდა გვარდის ხოდა გაგვიცვალოს ლაპორტში

  • BEQA BARCA
    schedule 13 ივნ 2021, 16:41

    მოიყვენე ლაპორტ ლაპორტი. ნეპოტიზმი-ო… 😁😁

  • nika 54
    schedule 13 ივნ 2021, 16:26

    "სიტის" ხელმძღვანელები მის გაშვებას დათანხმდებიან, თუ კარგ შეთავაზებას მიიღებენ".
    საინტერესოა, ეს კარგი შეთავაზება რამდენია.

  • Iniesta_8
    schedule 13 ივნ 2021, 16:21

    სიტის ზამენებიც კი ჩვენს ძირითადს ჯობიან და მაინც არ ფიქრობენ დაცვის გაძლიერებაზე. ერთი უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი უნდა მოიყვანონ ზამთარში მაინც და უმტიტი/ლენგლე გააგდონ როგორმე.

  • La Pulga10
    schedule 13 ივნ 2021, 15:52

    რობერტოში გაგვიცვალონ.