მომდევნო კვირიდან “ბარსელონა” რამდენიმე ფეხბურთელის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს იწყებს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები პირველ რიგში უსმან დემბელესა და ილაიშ მორიბას მდგომარეობას განიხილავენ.
MD-ს ცნობით “ბარსას” დემბელესთან საუბარი ყველაზე მეტად ეჩქარება. ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, თუმცა მისი მომავალი ჯერ გარკვეული არ არის.
სიტუაციას სამი შესაძლო გაგრძელება აქვს, პირველი მათგანი კი – კონტრაქტის გახანგრძლივება – “ბარსელონასთვის” ყველაზე სასურველია. თუ ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, კლუბი მას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წასვლის უფლებას დართავს, რაც კატალონიელებს ფინანსური მოგების მიღების საშუალებას მისცემს. თუ ესეც არ გამოვა, “ბარსას” მოუწევს, 105 მილიონ ევროდ (კიდევ 30 მილიონი დანამატების სახით უკვე გადახდილია) შეძენილი ფეხბურთელი უფასოდ დათმოს.
კლუბში ეჭვი აქვთ, რომ დემბელეს მესამე ვარიანტი ხიბლავს და სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები უკვე აქვს.
მორიბასთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია – მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი ცნობების მიუხედავად, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. 18 წლის ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება დემბელეს მსგავსად მომდევნო სეზონის ბოლოს უმთავრდება, “ბარსელონა” კი აპირებს, მას შესთავაზოს ახალი კონტრაქტი, რომელიც 2026 წლამდე გაგრძელდება და მოიცავს ანაზღაურებას, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. ამასთან ერთად, ახალგაზრდა ნახევარმცველი მომდევნო სეზონიდან პირველი გუნდის წევრი გახდება.
ილაიშ მორიბას აგენტებთან შეხვედრა სამშაბათისთვისაა დაგეგმილი.

დემბელეს მაგრად ამოცხონ და ისე გაუშვან. მორიბას გაუხანგრძლივონ
ხო ვამბობდი ეს შავი ნაგავი კრისაა მეთქი, იუვე ნაღდად შეპირდა უფასოდ წაყვანას, ეტყობა კიდევ ვიღაცა შეიპირა ამ ღორმა. აი პროსტო რა დონეზე უნდა იყო ესეთი ნამუსგარეცხილი რო გუნდმა 150 მილიონი ჩაგაყარა, გიმკურნალა ლამის 4 წელი, შენ კაპიკის საქმე არ გაგიკეთებია და მუქთად გინდა გაიპარო. ფუჰ ამის კაცობა რა ვთქვი რა. მერე კიდევ პრეტენზიები აქვთ გვაბულინგებენო ეს ამოსაწყვეტები.
დემბელე ძალიან პრო@@@ად იქცევა და კიდევ ეგრე გააგრძელებს არც მინდორზე ვარგა და არც მინდორს გარეთ ეგ ! ამიტომ გაუშვით დროზე
იმის შემდეგ რაც ბარსამ მოუთმინა კიდევ უფასოდ წასვლაზე რომ ჩალიჩობს მარტო მაგიტომ აქვს მოსა"ყნავი სახე სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
აი პიროვნებაა ძალიან ცუდი და დროულალდ უნდა მოაშორონ
დებილი თუ დარჩა ვიტირებ.
Dembele gasayidia