ბულგარეთთან 3-0 მოგებულ შეხვედრაში ანტუან გრიზმანმა თავი არაჩვეულებრივი გოლით გამოიჩინა. მან ბალკანელების კარი მაკრატელა დარტყმით დალაშქრა.
მიუხედავად შთამბეჭდავი პერფორმანსისა, ანტუანისთვის შეხვედრა იდეალურად მაინც არ წარიმართა. ფრანგული გამოცემის, TF1-ის ინფორმაციით, მან წვივის უკანა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც ჯერ იმ ამხანაგური შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, დღეს კი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა.
ბულგარეთთან ანტუანი 65-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა. დღეს ფრანგმა ინდივიდუალური მომზადება გაიარა. მიუხედავად ამ მცირე დისკომფორტისა, გრიზმანის დაზიანება განსაკუთრებული არაა და წესით ის პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.
ევრო 2020-ზე “მამლები” გამოსვლას 15 ივნისს იწყებენ, ისინი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში გერმანიას დაუპირისპირდებიან.




იქნებ გაურთულონ ეხლა, ძლივს კარში დარტყმა ისწავლა.
უუუჰ რა თამაშები წავა f ჯგუფშიიი. გერმანია საფრანგეთი კლასიკა, საფრანგეთი პორტუგალია შურისძიება და გერმანია პორტუგალიაც ძაან მაგარი თამაში იქნება
პორტუგალიელებთან აქვთ რევანში ასაღები არა?!?!?!?
ეგ არაფერი ძმა,ბაყაყიჭამიებიდან მხოლოდ შენ გგულშემატკივრობ და კანტეს.ისე ესპანეთისკენ ვარ.