ერიკ გარსიას დამატების მიუხედავად, “ბარსელონა” გუნდისთვის ყველაზე პრობლემატური პოზიციის გასაძლიერებლად ნიდერლანდურ ბაზარს მიადგა და “ფეინოორდის” არგენტინელი ცენტრალური მცველით დაინტერესდა.
საუბარია მარკოს სენესიზე, რომელიც როტერდამული გუნდის შეუცვლელი წევრია. კატალონიელები მის დამატებას 2 თვის წინაც გეგმავდნენ. სენესი, პირველ რიგში, სამუელ უმტიტის ალტერნატივად ითვლებოდა.
23 წლის ცენტრალური მცველი შესანიშნავად გამოიყურებოდა და მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიქცია. არგენტინულ “სან ლორენცოში” აღზრდილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და მეტოქეს გოლი 11 შეხვედრაში არ გაატანინა.

კაი ბიჭია,ჯობია აიაქსის მარტინესს მარა აი ლაპორტითუ გამოვიდა ეგ მირჩევნია .
Clever liar,
ვალტერ სამუელი საკმაოდ მაღალი დონის იყო
ცაციაა და ლენგლე-უმთითის მაგივრად შეიძლება მოყვანა
რეალსაც უნდა ეს ბიჭი
nika 54,
ბაზარი არაა წარუმატებელი კი არა ცხოველი იყო ტიპი. <<ცენზურის დარღვევა>> ზე იხეოდა ყოველთვის,მარტო პადკატები რად ღირს მაგისი და თამაშის კითხვის უნარი.
გვარდიოლამ ხო გააკეთა არგენტინელ ნახევარმცველ მასკერანოსგან ცენტრალური მცველი. მე მგონი მასზე წარუმატებელს ვერ ვიტყვით.
მე მაგალითად ბოტმანს ან რომეროს მოვიყვანდი
არგენტინელი "ცენტრალური მცველი" ისტორიას არ ახსოვს და ბარსელონა სადიან მიადგება ხოლმე რა.
ყველაფრით ინტერესედებიან ესენი და ბარემ იყოს ესე “ბარსელონა გურამ კაშიათი ინტერესდება”.
მეგონა კრიტიკული კომენტარები იქნებოდა და გავოცდი დდ
ეს არის ვინც გვჭირდება მოიყვანონ ღმერთს ვთხოვ
ძალიან მაგარი მცველია მართლა