workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” ილაიშ მორიბას როლი გაიზრდება

“ბარსელონაში” ილაიშ მორიბას როლი გაიზრდება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” ჯორჯინიო ვეინალდუმს აღარ დაიმატებს, მედიაში კატალონიური გუნდის გულშემატკივრებისთვის უფრო სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. 

როგორც ESPN-ის ჟურნალისტი მოისეს ლორენსი წერს, “ბარსას” ხელმძღვანელები თვლიან, რომ გუნდში იგივე პოზიციაზე თამაში ილაიშ მორიბას შეუძლია, რომელსაც რონალდ კუმანის გუნდში დებიუტი მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა. გვინეაში დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც ოფიციალურ დონეზე ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს, მხოლოდ 18 წლისაა და “ლა მასიას” აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წევრია. 

კლუბი აპირებს, მორიბას მეტი ყურადღება დაუთმოს და მომდევნო სეზონიდან ძირითად გუნდში მისი როლი გაზარდოს. 

მორიბას მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წლამდე აქვს. გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არაა, ფეხბურთელის გადაბირებას კი პრემიერ ლიგის გრანდები ცდილობენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • სპარტაკი
    schedule 07 ივნ 2021, 11:29

    მიუხედავად რომ მსურდა ნიდერლანდელის მოსვლა.. გული არ მწყდება ჯერ მისი საქციელის გამო არაა ისეთი ფეხბურთელის მოყვანა საჭირო ვინც კლუბზე მაღლა ფულს დააყენებს.. და ამას ემატება მორიბაა ეს ბიჭი სულ რაღაც 2 წელიწადში ბარსელონას საოცრება იქნება დიდი მომავალი აქვს… მორიბა დიდი ხნით გაამყარებს პოზიციას აგერ ნახავთ ჩვენი ახალი თაობა ისტორიას დაწერენ… კუმანი მომწონს მაგრამ საბოოლო ჯამში მეტი ცივსისხლიანი მწვრთნელი გვჭირდება ვინც მეტ აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებს .. დროა სტილი სიახლეებით გამრავალფეროვანდეს..

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 06 ივნ 2021, 20:56

    MARI=BARCA-fan,
    ვავაა😂

  • Bakero
    schedule 06 ივნ 2021, 20:47

    მწვრთნელი უნდა ამ ბავშვს მწვრთნელიი (და არა ხისთავა) ისეთ პოზიციაზე თამაშობს ! დახვეწა სათამაშო IQ -ს მომატება და კიდევ უამრავი რამ მხოლოდ ფიზიკით ვერ გაფრინდება თუმცა ფიზიკა დღევანდელ ფეხბურთში აუცილებელია

  • MARI=BARCA-fan
    schedule 06 ივნ 2021, 19:05

    ციტატა: nika 54
    . გვინეაში დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც ოფიციალურ დონეზე ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს, მხოლოდ 18 წლისაა.
    ანუ "წარმოშობით" გვინეელი ყოფილა. ციციმ თუ იცის.


    laughing laughing laughing
    დაასწრეს ციცის! laughing "წარმოშობაზე" ვბრაზობდით და ეხლა "დაბადებაზე" გადავიდნენ – ვინ რომელ სამშობიაროში დაიბადა მალე ყველა გვეცოდინება!!!
    joy joy joy

  • nika 54
    schedule 06 ივნ 2021, 15:38

    . გვინეაში დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც ოფიციალურ დონეზე ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს, მხოლოდ 18 წლისაა.
    ანუ "წარმოშობით" გვინეელი ყოფილა. ციციმ თუ იცის.