workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN | ვეინალდუმის ტრანსფერში პსჟ ჩაერთო

ESPN | ვეინალდუმის ტრანსფერში პსჟ ჩაერთო

ჯორჯინიო ვეინალდუმის გადასაბირებლად საქმეში პსჟ ჩაერთო. 

ESPN-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის პარიზელები ასტრონომიულ ხელფასს ამზადებენ. ამგვარი წინადადების შეთავაზება კი “ბარსელონას” არ შეუძლია.

სერხიო აგუეროს, ერიკ გარსიას და ემერსონ როიალის ტრანსფერების შემდეგ, ვეინალდუმისა და დეპაის “ბარსაში” გადმობარგება ნაწინასწარმეტყველები იყო, თუმცა ჯინისთვის ბრძოლაში ასპარეზზე პსჟ გამოჩნდა.

ამ შემთხვევაში, ვეინალდუმისა და რონალდ კუმანის ახლო კავშირმა, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს და ჯორჯინიომ გეზი მაინც “ბარსელონასკენ” აიღოს.

ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში 3 გოლი გაიტანა, ის მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, მერსესაიდელთა 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 05 ივნ 2021, 16:59

    რონალდ კუმანის ახლო კავშირმა, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს და ჯორჯინიომ გეზი მაინც "ბარსელონასკენ" აიღოს.
    ეს არ გავს ისეთ ფეხბურთელს, რო პატარა ხელფასზე წამსვლელია ლეგენდარულ კლუბში მოხვედრის გულისთვის.

  • El pistolero 9
    schedule 05 ივნ 2021, 11:51

    ვეინალდუმი უფასოდ მაგარი შენაძენია. თან ნახ.მცველებიდან კარში დამრტყმელი მარტო ესაა

  • vegassi54
    schedule 05 ივნ 2021, 01:58

    რაც უნდა ის ქნას 6-1 მსოფლიოს ახსოვს და ვერაფრით გადაფარავს.

  • M10 S9 D11
    schedule 05 ივნ 2021, 01:22

    პესეჟე არა დომჟალე კუმანი რჩება დეპაი მოდის დე იონგი აქაა რა უნდა პესეჟეში

  • BEQA BARCA
    schedule 05 ივნ 2021, 01:15

    კუმანი დარჩა ეს კი მოვაა…

  • JasoN
    schedule 05 ივნ 2021, 00:29

    ეს უკვე დიდი ხანია ბარსას ფეხბურთელია და ეს სტატიაც ჭირია მორიგი.

  • Iniesta_8
    schedule 05 ივნ 2021, 00:27

    ბარსას უშლიან ხელს როგორც შეუძლიათ ყველანაირად, 6-1 ვერ გამოიძრეს კიდევ. გადმოსულია ვეინალდუმი უკვე კაი ხანია, თუ თვითონ ბარსამ არ თქვა უარი თვითონ ძაან უნდა მოსვლა.

  • C.PC5
    schedule 05 ივნ 2021, 00:21

    ლაპორტ თუ საკუთარი რეპუტაციის კიდევ უფრო გაზრდა გინდა(რაში ჭირდება მარა მაინც) ამ ახვარ ფულის ტომარას ასხი პირველ რიგში დაგამოგლიჯე ვეინალდუმი🙏🙏🙏🙏❤️

  • ROUCH
    schedule 05 ივნ 2021, 00:07

    ამის გადადრეცვაში არ ჩაერთვება ხელაიფი