“ბარსელონას” ქალთა გუნდი შეუჩერებელია. კატალონიელებმა მესამე ტიტულიც მოიგეს და ტრებლი ისტორიაში პირველად შეასრულეს.
ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონა” “ლევანტეს” დაუპირისპირდა. 29-ე წუთზე კატალონიელები უკვე 3-0 იგებდნენ. სამივე საგოლე გადაცემა ნიდერლანდელმა ლიეკე მარტენსმა გააკეთა. გოლები კი პატრი გიხერომ, ალეშია პუტელიასმა და მარტა ტორეხონმა გაიტანეს. საინტერესოა, რომ სამივე მათგანმა მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.
59-ე წუთზე “ბარსას” მცველისა და სათადარიგო მეკარის შეუთანხმებელი თამაშის წყალობით “ლევანტემ” ერთი ბურთი გაქვითა, რასაც 7 წუთში კიდევ ერთი გოლი მოაყოლა.
“ბარსელონას” გულშემატკივრები კაპიტანმა პუტელიასმა დაამშვიდა. 73-ე წუთზე მან ბურთი მეტოქის შეცდომით მოიპოვა და ინდივიდუალური ოსტატობით გაიტანა.
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის თასის ზედიზედ მეორედ, სულ კი მერვედ მოიგო, რაც რეკორდია.

სადაც ახალგაზრდობაა გამარჯვებებიცაა…გაავსეს კაცების ფეხბურთ-კალათბურთი კუანა ბებრებით და …შედეგიც სახეზეა.