workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ სკალონი: მესი ყველაფერს ბუნებრივად ეკიდება

ლიონელ სკალონი: მესი ყველაფერს ბუნებრივად ეკიდება

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი, მისი გუნდისა და “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის თვისებებზე საუბრობს. 

ის გამაოგნებელი მიღწევები, რომლებიც მესის აქვს, მხოლოდ მისი თამაშის ხარისხის დამსახურება არაა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორია ის, როგორც პიროვნება. 
რამდენი წელია, ლეო ამ მიღწევებს აგროვებს და უმაღლეს დონეს ინარჩუნებს? არც კი ვიცი. როცა სახლში ბრუნდება, მთელ მსოფლიოს მასთან ფოტოს გადაღება უნდა, ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ყველასთვის დრო ჰქონდეს. ის ამ ყველაფერს საოცრად კარგად უმკლავდება. 
ყველა, ვინც მესის კარგად იცნობს, ყველაზე მეტად მის პიროვნულ თვისებებს აფასებს. ის არის ადამიანი, რომელზეც მუდმივად თემები იქმნება, მისი სახელი ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებს. სამწვრთნელო შტაბთან ერთად ხშირად ვსაუბრობთ და შთამბეჭდავია, როგორ ბუნებრივად ეკიდება ის ამ ყველაფერს. 

– ამბობს სკალონი Ole-სთან ინტერვიუში. 

მომდევნო თვეში სკალონისა და მესის კოპა ამერიკის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვთ. “ალბისელესტე” ტურნირის წლევანდელ გათამაშებას 13 (თბილისის დროით 14) ივნისს ჩილესთან მატჩით გახსნის. იქამდე, არგენტინელები მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ჩილესა და კოლუმბიას დაუპირისპირდებიან. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 30 მაი 2021, 18:37

    შენ ჯობია წესიერი კამანდა ათამაშო კოპაზე ტყიდან გამოვარდნილები არ დამანახო ძირითადში შუაზს უნდა გაიხეთ და კოპა მოიგოთ

  • nika 54
    schedule 30 მაი 2021, 13:18

    ერთი ეს კოპა მაინც მოიგოს, რომ იქნება რონალდუს ფანებს სალაპარაკო გამოელიოს.

  • Albicelecte
    schedule 30 მაი 2021, 12:59

    რა შესარჩევი აუტყდათ ზედ კოპას წინ?! ეგ კონემბოლი არის ძალიან არასერიოზული ორგანიზაცია barca-6